Skip to content
07/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მოსაწონი და დასაფასებელი იქნება თუ რადიკალური ოპოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს

მარშალ პრესი 06/06/2022
გიორგი ცაგარეიშვილი

„ქართული ოცნების“ წევრის გია ცაგარეიშვილის განცხადებით, მოსაწონი და დასაფასებელი იქნება თუ რადიკალური ოპოზიცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს.

„ეს ადამიანები მიხვდნენ, რომ დროა, როგორმე გადალახონ ფობიები დაკავშირებული პირველ ოქტომბერთან, რადგან პირველი ოქტომბრის სინდრომი აქვთ შეყრილი და სახადი ვერ მოიშორეს.

როგორც ჩანს, ახლა დაფიქრდნენ, ცოტა ხნით წავუყრუებთ ამ სახადს, ქვეყანასაც მივხედავთ და ენის მოჩლექით სააკაშვილსაც ბოდიშს შევწირავთ, რომ ერთხელ მის წინააღმდეგ გავილაშქრეთ და საქართველო მხარეს დავდექით.

ეს გადაწყვეტილება არის უნიკალური შემთხვევა, ამ უკანასკნელი წლების მანძილზე ქვეყნისთვის მსახურების, როდესაც ოპოზიციური პარტიები სააკაშვილს კი არ ემსახურებიან, არამედ ქვეყანასა. სხვაგვარად, მოხარულები ვართ, რაც უფრო მეტი იქნება ამგვარი რეზოლუცია და აღარ იქნება მეტად ისეთი რეზოლუციები, როგორიც „ევროპის სახალხო პარტიას“ მიაღებინა ავაზაკთა, მოღალატეთა და კრიმინალთა პარტიამ („ნაციონალური მოძრაობას“ ვგულისხმობ) ეს რა თქმა უნდა, მოსაწონი და დასაფასებელი იქნება“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ოპოზიციის რეზოლუციის პროექტი, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას უჭერს მხარს, დუბლინში, „ალდეს“ კონფერენციაზე დაამტკიცეს.

Post navigation

Previous: კულტურის სამინისტროსა და მის 22 ორგანიზაციაში 252 ვაკანსიაზე ახალგაზრდებისათვის სტაჟირების კონკურსი გამოცხადდა
Next: ხელი შეაწმინდეს, ფული ვერ გაიყვეს, თანამდებობები ვერ გადაინაწილეს. წალენჯიხა არის კლასიკური მაგალითი იმისა, თუ რა უბედურება შეიძლება მოუტანოს ნაცმა ჩვენ ქვეყანას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.