Skip to content
07/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ერთის მხრივ განუხრელად იქნება დაცული სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოს სიმტკიცე და მეორე მხრივ დაცული იქნება ჩვენი მოქალაქის უფლებები და ინტერესები

მარშალ პრესი 28/11/2024
irakli kobakhidze

ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ერთის მხრივ განუხრელად იქნება დაცული სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოს სიმტკიცე და მეორე მხრივ დაცული იქნება ჩვენი მოქალაქის უფლებები და ინტერესები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ვახტანგ გომელაურს განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება.

„კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის რთული პროცესები, რაც გამოვიარეთ ამ ოთხი წლის განმავლობაში – რევოლუციის ორი მცდელობა, ქვეყნის ომში ჩათრევის მცდელობა, არეულობის შემოტანის მცდელობა და ამ პრობლემების დაძლევაში გადამწყვეტი როლი შეასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად მინისტრის სწორმა, რაციონალურმა და პროფესიონალურმა მოქმედებამ.

ჩვენ ეს ვიხილეთ გასული დღეების, გასული თვეების განმავლობაშიც. იყო სირთულეები, მათ შორის ჩვენი ხელისუფლების პირობებშიც. დღეს, როდესაც არის საჭირო გამკლავება კონკრეტულ სირთულეებთან, ჩვენ ვართ მშვიდად, რადგან ვიცით, რომ ყველა საქმე არის საიმედო ხელში და ვახტანგ გომელაური არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ერთი მხრივ განუხრელად იქნება დაცული სახელმწიფოს ძლიერება, სახელმწიფოს სიმტკიცე და მეორე მხრივ დაცული იქნება ჩვენი მოქალაქის უფლებები და ინტერესები. მადლობა ვახტანგ გომელაურს ამისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: არ გაგიკვირდებათ, თუ გარე ძალების წარმომადგენლებს ასე დავახასიათებ: მათთვის აფხაზი და ოსი მტერია, ყველა ეროვნული საქმე რუსულია, ჯაშუშობა და გარედან მართვა ნიშნავს დემოკრატიას
Next: მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ვამბობთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.