Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ანალოგიურად, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის

მარშალ პრესი 28/11/2024
irakli kobakhidze

ჯერ უნდა მიაღწიო კეთილდღეობის გარკვეულ დონეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ ევროკავშირში, აქაც უნდა გვიჩვენოს ევროკავშირმა, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება მისთვის ღირებული და პრინციპულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძე რამდენიმე თვის წინ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა, სადაც მოთხოვნილი იყო სანქციების დაწესება.

„ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ჩამოშლას. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ განმეორდება, რომ ევროკავშირის ბიუროკრატების, პოლიტიკოსების მიზანია, ქვეყანა განვითარდეს ეკონომიკურად, ჰქონდეს მუდმივი წინსვლა კეთილდღეობის თვალსაზრისით, ქვეყანას ჰქონდეს მშვიდობა და ქვეყანამ ღირსებით იაროს ევროკავშირისკენ. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, რომ პირნათლად ვმოქმედებთ და ანალოგიურად, ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ სათანადოდ სცემს პატივს მშვიდობას, ღირსებას და კეთილდღეობას ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: 2030 წელს საქართველო იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირის წევრობისთვის
Next: განახლებული მთავრობა დამტკიცებულია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.