Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის სკამები არის ცარიელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს

მარშალ პრესი 28/11/2024
ირაკლი კობახიძე

2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ჩვენ საზოგადოებას ნათლად დავანახეთ ის, თუ რას ეხებოდა ეს არჩევნები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და საზოგადოებამ მხარი დაუჭირა სწორედ ტრადიციულ ფასეულობებს.

„კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმ არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც შედგა საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბერს. ეს იყო უკიდურესად პრინციპული არჩევნები. მიუხედავად იმისა, რომ ყველა წინა არჩევნები იყო ერთმანეთზე მნიშვნელოვანი, ასეთი პრინციპული მნიშვნელობის მქონე არჩევნები ჩვენ მაინც არ გვქონია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისი მნიშვნელობით იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ჩვენ საზოგადოებას ნათლად დავანახეთ ის, თუ რას ეხებოდა ეს არჩევნები, ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. საზოგადოებამ მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას.

ეს იყო ერთგვარი რეფერენდუმი ამორალურ პროპაგანდასა და ტრადიციულ ფასეულობებს შორის და ჩვენმა საზოგადოებამ მხარი დაუჭირა სწორედ ტრადიციულ ფასეულობებს. ეს იყო არჩევანი ბნელ წარსულში დაბრუნებასა და ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს შორის. საზოგადოებამ ამ შემთხვევაშიც მხარი დაუჭირა ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს.

თქვენ იცით, სად უნდოდათ ჩვენი ქვეყნის დაბრუნება, რას განასახიერებენ ის ძალები, რომლებიც ცდილობდნენ ძალაუფლების ხელახლა ხელში ჩაგდებას. მათი ხელწერა 9 წლის განმავლობაში, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, იყო ადამიანების წამება, მკვლელობა, ბიზნესის სისტემური რეკეტი, მედიის მიტაცება, ომი, ქვეყნის ტერიტორიების დაკარგვა და ა.შ.

ეს არის მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ დანაშაულებისა, რომლებიც ამ ადამიანებს აქვთ ჩადენილი. რა თქმა უნდა, თეორიულად, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება ნიშნავდა იმ ყველაფრის დაბრუნებას, რაზეც ახლა გვქონდა საუბარი და ეს ქართულმა საზოგადოებამ, ბუნებრივია, არ დაუშვა. სამწუხაროდ, ამ ადამიანებს ჯერ კიდევ ჰქვიათ ოპოზიცია. დღეს მათი სკამები არის ცარიელი, თუმცა ისიც უნდა ითქვას, დღეს რომ ისინი აქ ისხდნენ, ეს სკამები ზუსტად ისეთივე ცარიელი იქნებოდა, როგორიც არის დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ამ ქვეყანას ერქმევა ქვეყანა და ამ სახელმწიფოს ერქმევა სახელმწიფო, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე
Next: 2029 წელი არის მაქსიმალური ვადა, როდესაც ჩვენ შევძლებთ ანაკლიის პორტში 600 ათასი კონტეინერის მიღებას წელიწადში და მხოლოდ პირველი ფაზის ფარგლებში 600 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, დასაქმდება უამრავი ადამიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.