ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე კლდიდან ლოდები ჩამოიშალა

149
წაკითხვა/ნახვა

ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე კლდიდან ლოდები ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მძიმე ტექნიკამ გზის გაწმენდა დაიწყო, სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ არის შეზღუდული. დაზიანებულია კლდეზე დამცავი ბადე და გზის პირას მდგარი ერთი შენობა.

სარფში აღნიშნულ მონაკვეთზე ქვათა ცვენა არაერთხელ დაფიქსირებულა.

კომენტარები
მოწონება