IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

ალექსანდრე მოწერელია ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აშშ-ის საელჩოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის მადლობას უხდის:

,, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

აშშ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და დიდი მეგობარია, რაც არაერთხელ დამტკიცდა ჩვენი ურთიერთობის მანძილზე. ამერიკის საელჩომ არაერთი მნიშვნელოვანი, ჩვენი რეგიონის განვითრებისთვის მიმართული პროექტი განახორციელა და დღესაც ახორციელებს, რისთვისაც განსაკუთრებული მადლობა ამერიკელ ხალხს!

შეერთებული შტატების როლი დიდია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში, მათი მხარდაჭერა იგრძნობა ყველა სფეროში.

კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დიდ გულშემატკივარს და მთავარ პარტნიორს დამოუკიდებლობის დღეს!” – წერს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

კომენტარის დატოვება
IMG.GE