Skip to content
06/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ყოველ ჯერზე როგორ შეიძლება ატყუებდე ყველას, ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები, მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს ტყუილი თუნდაც მათმა ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა

მარშალ პრესი 28/11/2024
irakli kobaxidze

ყოველ ჯერზე  როგორ შეიძლება ატყუებდე ყველას, ხალხს, საკუთარ ამომრჩეველს, რომ იგებ არჩევნებს, იქნება რიგგარეშე არჩევნები. მერამდენედ უნდა დაიჯეროს ეს ტყუილი თუნდაც მათმა ყველაზე აგრესიულმა მხარდამჭერმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამდენი ტყუილი, რა თქმა უნდა, არ გაჭრის და ამის შედეგია ის, რომ 1000 კაცზე მეტი ვერ შეკრიბა ოპოზიციამ მთავარ დღეს, როდესაც პირველად იკრიბებოდა ქვეყნის ახლად არჩეული პარლამენტი.

„ეს ტყუილები იწვევს იმედგაცრუებას და ეს არის, საბოლოო ჯამში, ძალიან კარგი იმიტომ, რომ საზოგადოება უკეთ გაარჩევს ასეთ პირობებში ვინ მოქმედებს ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და ვინ მოქმედებს უბრალოდ გარე დავალების შესაბამისად. ერთი საინტერესო დეტალია, თვითონ რომ გეგმავდნენ ამ  პროცესებს, რა თქმა უნდა, ყველაფერს მაინც სხვანაირად გააკეთებდნენ იმიტომ, რომ შენ როცა ცხოვრობ ამ ქვეყანაში, მაინც სხვანაირად გრძნობ მაჯისცემას ქვეყნის და შესაბამისად, შეგიძლია წინასწარ იგრძნო, 1000 კაცი გამოვა აქციაზე, 500, 1500, თუ 10 000, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ ისინი ყველა ნაბიჯს დგამენ გარედან დავალებით, მათ უწევთ თვითგანადგურების რეჟიმში მოქმედება.

გარედან ვერ ხვდებიან როგორია მაჯისცემა, რამდენი კაცი გამოვა 25-ში, 1000 გამოვა, თუ 100 000, ავალებენ ისეთი შეკრების ჩატარებას, სადაც წინასწარ უნდა იყოს ცნობილი, რომ 1000 კაცზე მეტი არ გამოვა. ანადგურებენ საკუთარი ხელით საკუთარ აგენტურას. კარგია ასე პროცესების გაგრძელება, დანარჩენს დაველოდოთ“, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეცვლა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაეჩრდილათ მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთება
Next: ოპოზიციის წარმომადგენლები თავად იწვევენ მხარდამჭერების იმედგაცრუებას, 2 წელი ტყუილში აცხოვრეს საკუთარი ამომრჩევლები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.