Skip to content
05/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის, გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც ასახული იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაში და თითოეული მინისტრი დაკავებული იქნება ამ პროგრამის შესრულებით, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე

მარშალ პრესი 28/11/2024
irakli kobaxidze

მინისტრების კანდიდატების წარდგენის მთავარი კრიტერიუმები იყო პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს მთავრობას აქვს გამორჩეული შემადგენლობა და შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ქვეყნისთვის.

„რაც შეეხება ძველ, სტაჟიან და ახალ მინისტრებს, მათი წარდგენის მთავარი კრიტერიუმი იყო ორი, რაც არის კლასიკური, ტრადიციული კრიტერიუმები, ეს არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება. ამ კრიტერიუმების მიხედვით იქნენ წარდგენილნი როგორც სტაჟიანი, ასევე ახალი კანდიდატურები მთავრობის შემადგენლობისთვის.

ჩვენ გვაქვს, მართლაც, გამორჩეული შემადგენლობა საქართველოს მთავრობაში და ეს შემადგენლობა გამდიდრდა სამი ახალი მინისტრით, როგორც მოგეხსენებათ, საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება მაკა ბოჭორიშვილი, ანრი ოხანაშვილი იქნება იუსტიციის მინისტრი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი კი იქნება დავით სონღულაშვილი. სამივე, ისევე როგორც სხვა მინისტრები გამოირჩევიან კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით.

დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი 4 წელი იქნება ძალიან წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა, რაც ასახული იყო ჩვენს საარჩევნო პროგრამაში და, რა თქმა უნდა, თითოეული მინისტრი, თავიდან ბოლომდე, დაკავებული იქნება ამ პროგრამის შესრულებით, რაც არის ჩვენი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

About the Author

მარშალ პრესი

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: ჩვენი პროგრამის მიხედვით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში 40 მილიარდი ლარით გაიზრდება ქვეყნის ეკონომიკა, რაც ნიშნავს იმას, რომ განვითარების თვისებრივად სხვა დონეზე გადავალთ
Next: წინა ხელისუფლების დროს მიზანმიმართულად ხდებოდა სასწავლო პროგრამის და სახელმძღვანელოების შეცვლა იმისთვის, რომ მაქსიმალურად დაეჩრდილათ მოსწავლეებში პატრიოტული სულისკვეთება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Copyright © All rights reserved. | MoreNews by AF themes.