Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლეგიტიმაციას კონსტიტუციურ ორგანოებს, თანამდებობის პირებს ანიჭებს ხალხი, ასე მოხდა პარლამენტის შემთხვევაში, ასე ხდება მთავრობის შემთხვევაში და ასე მოხდება პრეზიდენტის შემთხვევაში

მარშალ პრესი 28/11/2024
irakli kobaxidze

სახალხო ლეგიტიმაციის საფუძველზე კოლეგია ირჩევს არაპირდაპირი წესით საქართველოს პრეზიდენტს, რაც არის სრულად თავსებადი საერთაშორისო პრაქტიკასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საპარლამენტო რესპუბლიკების ძალიან დიდი ნაწილში პრეზიდენტები აირჩევიან სწორედ მსგავსი წესით.

„დავუბრუნდები ექვსი წლის წინანდელ მოვლენებს, ასეთივე არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოაცხადეს მათ სალომე ზურაბიშვილი. ახლა ექვსი წლის თავზე აცხადებენ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა ქვეყანაში და არც უნდა დათმოს, მეშვიდე წელიც უნდა გაატაროს პრეზიდენტის თანამდებობაზეც ამისკენ მოუწოდებს მას ნიკა გვარამია, მოუწოდებენ სხვა ლიდერები, რაც რა თქმა უნდა, ღიმილის მომგვრელია. რაც შეეხება ლეგიტიმაციას, კონკრეტულ ორგანოებს, კონსტიტუციურ ორგანოებს, თანამდებობის პირებს ანიჭებს ხალხი. ასე მოხდა პარლამენტის შემთხვევაში, ასე ხდება მთავრობის შემთხვევაში და ასე მოხდება პრეზიდენტის შემთხვევაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალი წესით კოლეგია ირჩევს პრეზიდენტს, ეს არის ამერიკულის მსგავსი წესი და არა მარტო ამერიკულის, გერმანიაშიც მსგავსი წესით აირჩევა პრეზიდენტი.

„გერმანიაშიც იქნება კოლეგია, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისგან, მიწების წარმომადგენლებისგან, ფედერაციის სუბიექტების წარმომადგენლებისგან, მათ აქვთ მინიჭებული ხალხისგან კონკრეტული მანდატი და ამ მანდატის საფუძველზე ირჩევენ პრეზიდენტს. აქაც იგივე ხდება – 2024 წელს ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები, ხალხმა კოლეგიაშიც კონკრეტული მანდატები, კვოტები მიანიჭა კონკრეტულ პოლიტიკურ სუბიექტებს, პარტიებს და ანალოგიურად 2021 წელს, როცა ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, იქაც ხალხმა მიანიჭა კონკრეტულ პარტიებს მანდატი, რომ აერჩიათ საქართველოს პრეზიდენტი. ამის საფუძველზე ყალიბდება 300-კაციანი კოლეგია, ამას ემატება 20 წევრი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან ანუ სახალხო ლეგიტიმაციის საფუძველზე კოლეგია ირჩევს არაპირდაპირი წესით საქართველოს პრეზიდენტს, რაც არის სრულად თავსებადი საერთაშორისო პრაქტიკასთან. საპარლამენტო რესპუბლიკების ძალიან დიდი ნაწილში პრეზიდენტები აირჩევიან სწორედ მსგავსი წესით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: სალომე ზურაბიშვილმა რომც შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, ის მაინც დარჩება წინასწარ პატიმრობაში, არის არაერთი ბრალი, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, შეწყალებას პრაქტიკული დატვირთვა ნაკლებად ექნება
Next: ტექნიკურ მისიას ჩვენგანაც დახვდება ტექნიკური ჯგუფი, თუ იქნება ამის ინტერესი, ჩვენი აპარატების წარმომადგენლებს ვთხოვთ, შეხვდნენ ტექნიკურ მისიას, გავიგებთ რა არის მათი ინტერესი

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025