Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბოლოდროინდელმა წინდახედულმა ნაბიჯებმა შეგვაძლებინა, ამ არეულ მსოფლიოში, მშვიდობისა და განვითარების სტაბილური შენარჩუნება – მიხეილ ყაველაშვილის არჩევაც პრეზიდენტობის კანდიდატად არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს

მარშალ პრესი 27/11/2024
dimitri khundadze

„მიხეილ ყაველაშვილი ჩვენს გუნდში ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული გულწრფელობითა და უბრალოებით. ეს არის მისი ბუნებრივი მდგომარეობა და არა – ხელოვნურად შექმნილი იმიჯი. ის არის ცნობილი სპორტსმენი, გამოცდილი პოლიტიკოსი და სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული კაცი“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე წერს.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილის არჩევა პრეზიდენტობის კანდიდატად არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს. „ორი ათეული წლის განმავლობაში პრეზიდენტად მხოლოდ ის მიიჩნეოდა, ვინც ყველაზე მჭიდროდ იყო კავშირში უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან და ცალ ფეხზე დგომით, მუდმივი მორჩილებით ცდილობდა „მეგობრობის”ექსპორტს. ეს იყო უმთავრესი პრიორიტეტი და არა – პატრიოტიზმი, პრინციპულობა და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის განცდა.

შედეგიც, შესაბამისად, სამწუხარო დადგა. ასეთი მიდგომა იყო შეცდომა და მისი გამეორება დღეს განსაკუთრებით სახიფათოა. ბოლოდროინდელმა წინდახედულმა ნაბიჯებმა შეგვაძლებინა, ამ არეულ მსოფლიოში, მშვიდობისა და განვითარების სტაბილური შენარჩუნება. ეს არჩევანიც არის სწორი და ამას საზოგადოება თავად ნახავს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: რაც მალე გაიწმინდება პარლამენტი და მთლიანად პოლიტიკური ველი უსამშობლო აგენტებისგან, მით უკეთესი ქვეყნისთვის
Next: მიხეილ ყაველაშვილი იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, რომელიც მოკლე ვადაში ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ლაბორატორიად და შეძლო „ხალხის ძალის“ წევრი პრეზიდენტის რანგში წარედგინა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025