Skip to content
15/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს

მარშალ პრესი 27/11/2024
mamuka mdinaradze

ქართველი – არა მხოლოდ გენეტიკური თვალსაზრისით, სულით და გულით, მიშა ყაველაშვილზე სხვანაირად ვერავინ ვერაფერს იტყვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ პრეზიდენტობის კანდიდატ, მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყაველაშვილი არის იმის გარანტია, რომ პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნების ინტერესებს და ის საკუთარი სამშობლოს სამსახურში იქნება.

„ახლა დაიწყებენ ანტი დასავლური რიტორიკა და რაღაცებს იტყვიან, მაგრამ რეალურად, ეს ადამიანი არის გარანტია იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი მომავალში აღარ მოემსახურება სხვა ქვეყნის თუ სხვა ქვეყნიდან წარმომავალი ჯგუფების გარკვეულ ინტერესებს და ა.შ. ეს არის ადამიანი, რომელზეც გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეცდომაც გამორიცხულია და გამორიცხულია ისიც, რომ ის თავის სამშობლოს არ მოემსახუროს. ის მოემსახურება თავის სამშობლოს მისი პიროვნული, ქართული თვისებებიდან გამომდინარე, არსებობს ამისი მყარი გარანტია. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ 1000 პროცენტით, რომ ამ სიტყვების უკან წაღება არასდროს მომიწევს.“ – განაცხადა მდინარაძემ.

Post navigation

Previous: მიხეილ ყაველაშვილი არის საქართველოს პატრიოტი, პიროვნება რომელმაც ზუსტად იცის რას ნიშნავს ნამდვილი დასავლური ღირებულებები, მას აქვს დიდი პოლიტიკური გამოცდილება
Next: მიხეილ ყაველაშვილის შესახებ ბევრს არ ვიტყვი, ეს არის სამშობლოზე უზომოდ შეყვარებული ღირსეული ქართველი ვაჟკაცი, პრეზიდენტის რანგში შესანიშნავად წარმოაჩენს ჩვენს ქვეყანასა და ხალხს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.