Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის” არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს, გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ

მარშალ პრესი 26/11/2024
zurab kadagidze

ოპოზიციის მხრიდან საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის თემით მანიპულირებას ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და განმარტავს, რას ნიშნავს სიების ჩახსნა და მანდატებზე უარის თქმა.

ორივე შემთხვევაში, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია გადაწყვეტილების გაჭიანურებას შეეცდება, რათა საკუთარი უფლებამოსილება შექმნილი ვითარების შესაბამისად გამოიყენოს.

„ძალიან მოკლედ!
1. სიების ჩახსნა ნიშნავს ადგილმონაცვლეობის გაუქმებას ანუ, ნაციონალურმა მოძრაობამ თუ 16 კაცი გაიყვანა და პარლამენტისგან ამ უფლებამოსილცნობილმა თექვსმეტმა დეპუტატმა თქვა უარი, შემდეგი 16 ადამიანი ვეღარ შეძლებს ადგილმონაცვლეობას. სიები ჩახსნეს, ე.ი – 16 უფლებამოსილი პარლამენტარის შემდეგ აღარ არსებობს ახალი 16 კაცი.
სიების ჩახსნა შესაძლებელია ცესკოზე მიმართვის საფუძველზე.

2. მანდატზე უარის თქმა ნიშნავს – საერთოდ უარს ამბობ პარლამენტარობაზე და პარლამენტის მიერ, საკუთარ უფლებამოსილებასა და პრივილეგიებზე.

მანდატზე უარის თქმა შესაძლებელია მხოლოდ, პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიწერილი წერილის საფუძველზე.

P.S. სიები ჩახსნეს და არ აღიარებენ პარლამენტის ლეგიტიმურობას ისეთივე „გრამოფონის” არიაა, როგორც 2020 წელს ჯერ უარს ამბობდნენ პარლამენტის პრივილეგიებზე და ბოლოს გაცდენილი სხდომების ანაზღაურებასაც ითხოვდნენ.
ანუ, დღეს პარლამენტის 61 ოპოზიციონერი წევრია, რომელთა უფლებამოსილების შეჩერება შესაძლებელია მხოლოდ მათი პაპუაშვილისადმი პირადი მიმართვის საფუძველზე.

P.P.S – დღეს გვყავს 61 ოპოზიციონერი, რომელიც უბრალოდ სიტუაციას ელოდება, რომ საკუთარი უფლებამოსილება გამოიყენოს შესაბამისად.

ასე რომ, თუ ვინმეს მანდატის დატოვება უნდა, დაწეროს განცხადება, არავინ უშლის.
მაგრამ, ვინ რას დაწერს, ეგ კინო ხომ ნანახი გვაქვს უკვე?!” – წერს ზურაბ ქადაგიძე.

Continue Reading

Previous: იუსტიციის ყოფილი მინისტრი განცხადებას ავრცელებს
Next: „ჩვენი ამოცანაა, ორიენტირებული ვიყოთ რესოციალიზაცია-რეაბილიტაციასა და განრიდებაზე, პრევენციულ ღონისძიებებზე. კანონმდებლობა მოვიდა შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, და კიდევ უფრო ჰუმანური გახდა“

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025