Skip to content
04/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ კვლავ გიორგი ვოლსკი აირჩიეს, ვიცე-სპიკერებად – ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი

მარშალ პრესი 25/11/2024
x

x

88 მომხრე, 0 – წინააღმდეგი – პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი ისევ გიორგი ვოლსკი იქნება. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის დანარჩენი მოადგილეების არჩევას, ამ პოზიციებზე უმრავლესობამ ორი კანდიდატი დაასახელა და კენჭი უყარა. პარლამენტის ვიცე-სპიკერები თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი იქნებიან.

ახლად არჩეულმა პარლამენტმა, პირველ სხდომაზე ერთი ფრაქცია დააკომპლექტა და თავმჯდომარე წარადგინა. ფრაქცია „ქართული ოცნება“ 80 წევრით იქნება წარმოდგენილი, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს, მისი მოადგილეები კი რიმა ბერიძე, ირმა ზავრადაშვილი, გრეტა წიწავა, დავით კოდუა, ედიშერ თოლორაია და ნოდარ ტურძელაძე იქნებიან.

სხდომას შალვა პაპუაშვილი უძღვება, რომლის პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევასაც კენჭი ცოტა ხნის წინ უყარეს.

მანამდე, პარლამენტმა, 88 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა ახლად არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობას.

Continue Reading

Previous: „ქართულმა ოცნებამ“ ზედიზედ მეოთხედ მივიღეთ ამომრჩევლის ნდობა, მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, რომელმაც თავი არ მოატყუებინა არავის
Next: მინდა თქვენს წინაშე პირობა დავდო: საქართველოს პარლამენტი მოუსმენს ყველას, მაგრამ იმოქმედებს მხოლოდ ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების შესაბამისად

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025