IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 87 000 ჯარისკაცი და 1 100 ტანკი განათავსა. რუსეთმა ჯარების სამი ჯგუფი შექმნა, რომლებსაც შეეძლებათ განახორციელონ მოულოდნელი შეტევითი ოპერაციები შეზღუდული მიზნებით უკრაინის ტერიტორიაზე და ამ ჯგუფებს შეუძლიათ განახორციელონ აქტიური შეტევა მობილიზაციის გამოცხადების გარეშე.

სააგენტო „უკრინფორმის“ ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო თანამშრომლობისა და გადამოწმების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ლეონიდ გოლოპატიუკმა უსაფრთხოების სფეროში ეუთო-ს თანამშრომლობის ფორუმის ონლაინ შეხვედრის დროს განაცხადა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, უკრაინის საზღვრის გასწვრივ, რუსეთი აქტიურად აყალიბებს ახალ სამხედრო ნაწილებს და ახდენს სამხედრო ნაწილების რეორგანიზაციას, საბრძოლო პოტენციალის გაძლიერების მიზნით.

გოლოპატიუკმა აღნიშნა, რომ სამი ახალი გაერთიანების – ორი არმიის და საარმიო კორპუსის ფორმირება ახლა სრულდება, რომლებიც სრული ოპერატიული მზადყოფნის მიღწევას 2020-2021 წლებში გეგმავენ.

„საერთო ჯამში, რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო დაჯგუფებების რაოდენობა უკრაინის საზღვრის გასწვრივ 87 ათასი სამხედრო მოსამსახურეს, 1 100 ერთეულ ტანკს, 2 600-მდე ჯავშანტექნიკას, 1 100-მდე საარტილერიო სისტემას, 360-მდე ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემას და 18 ოპერატიულ-ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას შეადგენს”, – განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების საერთაშორისო თანამშრომლობისა და გადამოწმების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ლეონიდ გოლოპატიუკმა.

კომენტარის დატოვება
IMG.GE