Skip to content
22/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას

მარშალ პრესი 23/11/2024
zurab kadagidze

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე გიორგი ვაშაძის მიერ წმინდა გიორგის ხატის შეცვლასა და მასზე შავი ლაქის მიხატვას ეხმიანება. „საპატრიარქოს რუსეთის ინსტიტუციად აცხადებენ, პატრიარქს აგენტად, მღვდლებზე ამორალურ სიუჟეტებს ამზადებენ, წმინდანებსა და მეფეებს აგინებენ, სკოლებში “ლგბტ” პროპაგანდის დანერგვას ემხრობიან“- წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ რადიკალური ძალების მკრეხელობა გასაკვირი არ არის, რადგან ისინი სააკაშვილის დამოკიდებულებებს იზიარებენ.

ექსპერტი მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერს იხსენებს, სადაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი წმინდანებს არასასურველ კონტექსტში მოიხსენიებდა. ზურაბ ქადაგიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ეგოს დასაკმაყოფილებლად ყველაფერს იკადრებენ, აღნიშნული საქციელი კი მათთვის ჩვეულია.

„რატომ გიკვირთ, ამ უსამშობლოს მკრეხელობა?! სააკაშვილი, რომ ღლიცინებს წმინდანებზე ეგ ჩანაწერი არ გახსოვთ? ჰოდა, იმავე დამოკიდებულებით აგრძელებენ ეს ნაძირალები ყველაფერი ქართულისა და ტრადიციულის მიმართ. რა შეიცვალა? ხელისუფლებაში ყოფნისას ანტურაჟად ესაჭიროებოდათ რელიგიაცა და მართლმადიდებლური ეკლესია, ხოლო ოპოზიციაში გადავიდნენ და ღია ომი გამოუცხადეს ყველაფერ წმინდას – საპატრიარქოს რუსეთის ინსტიტუციად აცხადებენ, პატრიარქს აგენტად, მღვდლებზე ამორალურ სიუჟეტებს ამზადებენ, წმინდანებსა და მეფეებს აგინებენ, სკოლებში “ლგბტ” პროპაგანდის დანერგვას ემხრობიან. თუ პოლიტიკური ეგოს დაკმაყოფილებას, საკუთარი მამიდების გაქირავება დასჭირდება, მაგასაც იზამენ და ნუ გიკვირთ ამ “ოგბუნუჯუს ხურდის” ეს საქციელი, ყველაზე ავთენტური საქციელია უსამშობლოსგან!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავია. ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას
Next: „ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, ოპოზიციამ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.