Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ჰააგის სასამართლომ ისრაელის მოქმედი პრემიერისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დაკავების ორდერები გასცა

მარშალ პრესი 21/11/2024
nn

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის დაკავების ორდერები გასცა. ინფორმაციას ებრაული მედია ავრცელებს.

მოსამართლეები ფიქრობენ, რომ ნეთანიაჰუს და გალანტს, სავარაუდოდ, ღაზის სექტორში ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინაშე.

ებრაული მედია აღნიშნავს, რომ ამ ორდერების გამო ნეთანიაჰუ და გალანტი ვერ ჩავლენ იმ 120 ქვეყანაში, სადაცა რომის სტატუტი მოქმედებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ იქ დააკავებენ.
ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დემოკრატიული ქვეყნის მმართველების დაკავების ორდერები გასცა.

აღსანიშნავია, რომ ჰააგის სასამართლომ დაჯგუფება „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერიც გასცა. ის ეჭვმიტანილია 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმაში და ადამიანების ხოცვაში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ ისრაელმა დეიფის მკვლელობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, „ჰამასს“ ეს დღემდე არ დაუდასტურებია.

Post navigation

Previous: იმის აღქმა, რომ არჩევნები გაყალბდა მათ მომხრეებსაც კი არ აქვთ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციის გეგმებზე
Next: თავმოყვარე იურისტი ასეთ სარჩელს არ უნდა წერდეს, რომელიც დაცლილია სამართლებრივი საფუძვლებისგან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.