IMG.GE ___________________________________ IMG.GE

თბილისში, 103-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მედიის წარმომადგენლებისათვის ღია კარის დღე მოეწყო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილესთან, ნუნუ მიცკევიჩთან ერთად დეტალურად გააცნო მათ როგორც საგამოცდო პროცედურები, ასევე ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტების მიერ შემუშავებულ რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია 2020 წლის გამოცდებზე გამოსაცდელთა ჯანმრთელობის უსაფრთხოების მაქსიმალურად დაცვის მიზნით.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების შესაბამისად, გამოსაცდელები და მეთვალყურეები დაიშვებიან მხოლოდ ყოველი საგამოცდო სექტორის ფართობის 50%-ზე. ყოველი სამუშაო მაგიდა წინა მხრიდან აღჭურვილი იქნება გამჭვირვალე დამცავი ფარით/ბარიერით.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს დასრულდება; საგრანტო კონკურსი 25 ივლისს გაიმართება; სამაგისტრო გამოცდები პირველი აგვისტოდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება. მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი კი 22 ივლისს დაიწყება და 30 ივლისს დასრულდება.

საქართველოს მასშტაბით გახსნილი იქნება 24 საგამოცდო ცენტრი ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

კომენტარის დატოვება
IMG.GE