Skip to content
10/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სამშობლოს ღალატის ოფიციალურო დოკუმენტი გაჩნდა, სადაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ლეღვის ფოთლები – „ლელო” და „გახარია“ ევროკავშირს მიმართავენ, საქართველო დაისაჯოს

მარშალ პრესი 21/11/2024
zurab kadagidze

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ქართული ოპოზიციური პარტიების ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილს ეხმიანება. როგორც ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს, თუ აქამდე არსებობდა დოკუმენტი, სადაც სააკაშვილის მთავრობამ საკუთარ ჯარს ომის დაწყება და საქართველოს სამხედრო დანაშაულები დააბრალა, გაჩნდა ახალი დოკუმენტი, სადაც ოპოზიცია ევროკავშირს საქართველოს დასჯისკენ მოუწოდებს.

„საქართველოში ოფიციალურად მოქმედებს ჯაშუშური ქსელი, რომლის პოლიტიკური ლიკვიდაცია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
აქამდე მხოლოდ ერთი ოფიციალური დოკუმენტი – რეზოლუცია 1633 არსებობდა, სადაც სააკაშვილის მთავრობამ საკუთარ ჯარს ომის დაწყება და საქართველოს სამხედრო დანაშაულები დააბრალა.

ახლა კი, სამშობლოს ღალატის მეორე ოფიციალურო დოკუმენტი გაჩნდა, სადაც ნაციონალური მოძრაობა და მისი ლეღვის ფოთლები – „ლელო” და „გახარია“ ევროკავშირს მიმართავენ, რომ საქართველო დაისაჯოს, საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდეს, ფინანსური დახმარება შეუწყდეს და ევროკავშირმა ყველაფერი გააკეთოს, საქართველოში სოციალურ-პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად.
იმიტომ, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობამ, “ქართული ოცნება” აირჩია და სწორედ ამიტომ უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ ქართველი ხალხი!

P.S. მოკლედ, ახალი პარლამენტის რეჟიმში, ნაციონალური მოძრაობის ნიურნბერგის პროცესს, ახალი გარემოებები და ახალი გმირები უნდა დაემატოს, სხვა ხსნა და გზა არ არსებობს, ამ დეკლარირებული ჯაშუშების ხელში, საქართველო სულ მუდამ პოლიტიკური ტურბულენტობის მოლოდინში იქნება! ისტორიამ უნდა დააფასოს, თანამედროვე „ბოლშევიკები”,- წერს ზურაბ ქადაგიძე.

Post navigation

Previous: როგორც ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ჩვენი წევრობისთვის. ჩვენ არ ვართ მზად, რომ აქ დიდი ძმის როლი ითამაშონ ჩვენზე პატარა ქვეყნებმა
Next: ყველაფერი აჩვენებს, რომ ოპოზიცია აპირებს შემოსვლას პარლამენტში და განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდში ეტყობათ მათ განცხადებებს, ამიტომ ამ სპორტულ აფერისტობას თავი დაანებონ, როცა ატყუებენ საკუთარ ამომრჩეველს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.