Skip to content
08/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თავად კონსტიტუციაშია გათვალისწინებული ის ანტიჩიხური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს საპარლამენტო სხდომას, 10 დღის ვადაში პარლამენტი თვითონვე ჩაატარებს ამ სხდომას

მარშალ პრესი 20/11/2024
eka sepashvili

„[პარლამენტის მიერ არჩეული წევრების უფლებამოსილების ცნობის პროცესი] ვერ შეფერხდება [საიას მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელით, რომელიც ახალარჩეულ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერებას ასაჩივრებს]“, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის წევრმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს, საია და პრეზიდენტი გარე აქტორებისთვის ცდილობენ იმ სურათის ჩვენებას, რომ თითქოს იბრძვიან, სარჩელი შეაქვთ და რაღაც ხელჩასაჭიდი აქვთ, მაშინ, როცა ეს ყველაფერი რეალობას არ ასახავს.

„როგორც საია, ასევე პრეზიდენტი, აღმოჩნდა, რომ ძალიან არაკომპეტენტურები არიან და საქართველოს კონსტიტუციის ჯეროვნად წაკითხვა და ადეკვატურად გაგება არ შეუძლიათ. თავად კონსტიტუციაშია გათვალისწინებული ის ანტიჩიხური მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, თუ პრეზიდენტი არ მოიწვევს საპარლამენტო სხდომას, 10 დღის ვადაში პარლამენტი თვითონვე ჩაატარებს ამ სხდომას. ეს ყველაფერი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ პრეზიდენტი თავის ჩვეულ ამპლუაშია და ისევ და ისევ არღვევს კონსტიტუციას (როგორც ჩანს, ეს პროცესი ძალიან მოსწონს) და ასევე, გარე აქტორებისთვის ცდილობენ იმ სურათის ჩვენებას, რომ თითქოს იბრძვიან, სარჩელი შეაქვთ და რაღაც ხელჩასაჭიდი აქვთ. გარე დამკვირვებლისთვის ალბათ ძნელი გასაგებია, თუ როგორ შეიძლება სარჩელი შეიტანო ისეთ საკითხზე, ან ისეთი ნორმა გამოიყენო, რომელიც კონსტიტუციაში არ არსებობს“, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი: ნება მომეცით ცალსახად განვაცხადო – კაცი კაცია, ქალი ქალია და კაცი ვერ გახდება ქალი
Next: ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარეს როდესაც უწევს თქმა, რომ კაცი ვერ გახდება ქალი, გასაგებია, თუ რა აბსურდთან გვაქვს საქმე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.