Skip to content
06/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციას ფანტაზია ელევა და ცდილობს რამე ახალი მოიფიქროს

მარშალ პრესი 20/11/2024
zurab-japaridze

ჩვენ რაც მოვახერხეთ ამ სამ დღეში არის ის, რომ ჯამში ალბათ 500-მა ადამიანმა, ვინც ღამეს ათევდა ჩვენთან ერთად, მოახერხა ის, რომ პოლიციას არ ეძინა სამი ღამე. მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ამ ადგილას აქცია დავგეგმეთ ჩვენ ისე, რომ სიურპრიზი ყოფილიყო და ამან თავისი შედეგი გამოიღო, ყოველ შემთხვევაში დღე ნახევრის განმავლობაში მინიმუმ დაბნეულები იყვნენ, – ასე მიმართა მელიქიშვილის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

https://video.ambebi.ge/files-6/2024/11-20/zura-jafaridze-sruli-558123.mp4

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, მელიქიშვილის გამზირზე პროტესტის გამოხატვას არანაირი აზრი არ აქვს და მხოლოდ აქციის მონაწილეების დაღლას გამოიწვევს.

მანვე მოუწოდა აქციის მონაწილეებს დაშლისაკენ და შემდეგი ნაბიჯის მოფიქრებას ხვალისთვის დაჰპირდა. „ახლაც ჩვენი აზრით, ამაზე ვსაუბრობდით რაც არის გასაკეთებელი, არის გასაკეთებელი ის, რომ უნდა გადავიგეგმოთ და რაღაცა განსხვავებული არის მოსაფიქრებელი და არა იგივე, რასაც აქ ვაკეთებდით.

თორემ ახლა, რაც შეცვალეს იმათმა სტრატეგია, სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მელიქიშვილს გვაკეტინებენ და იძახიან, რომ ეს პრობლემა არ არისო და მეორე დღეს კიდე აქ დგომა და მელიქიშვილის გადაკეტილი დატოვება შინაარს არის მოკლებული, რადგან მათთვის დისკომფორტი  ეს  არ არის, უბრალოდ ჩვენ დავიღლებით და არაფერი მაგით არ შეიცვლება.

ამიტომ, ჩვენ რაც გადავწყვიტეთ არის ის, რომ დავიშალოთ, წავიდეთ დავისვენოთ და დღის განმავლობაში ჩვენ გადავიგეგმებით და შეგატყობინებთ შემდეგ რაღაცა ნაბიჯს რას გავაკეთებთ, სავარაუდოდ ალბათ უფრო ხვალისთვის. მოვიფიქრებთ რამე ისეთს, რაც ისევ სიურპრიზი იქნება და რაც იმათ მწყობრიდან გამოიყვანს. ამის გაგრძელებას აქ ახლა ჩვენი აზრით დიდი შინაარსი არა აქვს. ამიტომ წავედით დავისვენეთ, ძალები მოვიკრიფეთ და გავაგრძელებთ მერე ისევ ყველა ერთად“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

Post navigation

Previous: შესაძლოა, მოხუცმა ბაიდენმა მართლაც გადაწყვიტა ლამაზი სიკვდილი, კაცობრიობის მნიშვნელოვანი ნაწილის თან წაყვანით – მედვედევი
Next: ამ მანქურთების შეუსრულებელი ამოცანაა, რომ სანამ დონალდ ტრამპი თეთრ სახლში შევა, რამენაირად აქ სიტუაცია დაძაბონ და აიხდინონ აუხდენელი ნატვრა, ე.წ მაიდანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.