Skip to content
13/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

სანამ პროქსი-ბრძოლა უკრაინაში გრძელდება, გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ, ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გვჭირდება მშვიდობა

მარშალ პრესი 19/11/2024
donald trump

არასდროს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან ისე ახლოს, როგორც დღეს, ჯო ბაიდენის მმართველობისას, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა ბირთვული შეიარაღების მქონე ძალების კონფლიქტი „ბირთვულ არმაგედონს“ შეადარა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ დასრულება და მშვიდობის დამყარება. „გლობალური კონფლიქტი ბირთვულ ძალებს შორის, ნიშნავს სიკვდილს და განადგურებას ისეთი მასშტაბით, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, ეს იქნებოდა ბირთვული არმაგედონი.

არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ კოშმარის თავიდან აცილება. ჩვენ მას ავირიდებთ, მაგრამ გვჭირდება ახალი ხელმძღვანელობა. ყოველ დღე, სანამ ეს პროქსი-ბრძოლა უკრაინაში გრძელდება, ჩვენ გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ. აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს ის, რომ ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა – სროლები უნდა შეწყდეს. ეს არის მთავარი საკითხი, ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება მშვიდობა.“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Post navigation

Previous: ზურაბიშვილი ყველა საშუალებით ეძებს საკუთარი პრეზიდენტობის ვადის გადაწევის საბაბს და ხელისუფლებაში დარჩენის გზებს, ამისათვის კი ცდილობს, ყველა უსინდისო და მოღალატეობრივი საშუალების გამოყენებას
Next: თუ რადიკალებს არ ეთანხმები, საღებავსაც შეგასხამენ და „მოლოტოვის კოქტეილსაც“ გესვრიან – ეს არის ევროპული ღირებულება? გამობრძანდნენ ახლა უცხო ქვეყნების ელჩები და სულ ცოტა, დაგმონ ცესკოს თავმჯდომარეზე თავდასხმა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.