Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ევროპარლამენტარი ლუბოშ ბლაჰა: კოლეგებო, წაგება ისწავლეთ – „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, პატივი ეცით ამას

მარშალ პრესი 19/11/2024
lubosh blaha

კოლეგებო, წაგება ისწავლეთ – „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებში გაიმარჯვა, პატივი ეცით ამას, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, ლუბოშ ბლაჰამ.

„საქართველოში არჩევნებამდე ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებდა. ვერ ვიტყვით, რომ ევროპარლამენტი მიუკერძოებელია, რომ მიუკერძოებლად აკვირდებოდა არჩევნებს. მნიშვნელობა არ აქვს, რას ვფიქრობ არჩევნებზე, რადგან მიუკერძოებელნი არ ვართ“, – აღნიშნა ლუბოშ ბლაჰამ.

მისი თქმით, საქართველოს უფლება აქვს ითანამშრომლოს რუსეთთან, რადგან მასზე ეკონომიკურად დამოკიდებულია.

„იმპერიალისტური მიდგომაა, აიძულო საქართველო რუსეთის მიმართ აგრესიული იყოს. რუსეთის წინააღმდეგ სხვა ხალხის მეშვეობით ვიბრძვით. უკრაინის მეშვეობით და ახლა საქართველოს გამოყენება გვსურს. და ვინაიდან მათ ეს არ სურთ, გვსურს დავსაჯოთ ისინი. ეს ამორალური მიდგომაა. ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ქართველებზე ზრუნავს, თუმცა ორი კვირის წინ, პლენარულ სესიას მხოლოდ თარჯიმნები და ხუთი ევროპარლამენტარი ესწრებოდნენ. საქართველოს უფლება აქვს თავისი დემოკრატიული გზა აირჩიოს“, – დასძინა მან.

Post navigation

Previous: გვარამიას მიტინგები უაზრობაა – უამრავმა ადამიანმა მიტინგს ჩაუარა და არც კი გაჩერდა, პარალელურად, 5-10 პარტიული აქტივისტი დადის ეთერიდან ეთერში და სტუდენტების სახელით უშინაარსო სადღეგრძელოებს იმეორებს
Next: ვაკე თავისუფალია – პოლიციამ აქცია დაშალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.