IMG.GE IMG.GE

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ლია გიგაური ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„მინდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ყველა ამერიკელს მივულოცო დამოუკიდებლობის დღე. ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენი ქვეყნების მეგობრობა დაფუძნებულია ისეთ უნივერსალურ ღირებულებებზე, როგორებიცაა – თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულება.

საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის თავისუფლება არის უდიდესი ფასეულობა და მონაპოვარი. საქართველოს ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის გრძელდება მშვიდობიანად და შეერთებული შტატები ჩვენს გვერდით არის ამ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ თავისუფლებას, დემოკრატიას და მშვიდობას“, – აცხადებს ლია გიგაური.

კომენტარის დატოვება
IMG.GE