Skip to content
11/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქალბატონო სალომე, ხელისუფლების წყაროა ხალხი და არა თქვენ! ხალხმა უკვე გააკეთა მყარი პოლიტიკური არჩევანი და ქვეყნის მმართველობის ლეგიტიმაცია გადასცა პოლიტიკურ პარტიას “ქართულ ოცნებას”

მარშალ პრესი 19/11/2024
tamta megrelishvili

„მორჩით კოლექტიური დასავლეთისათვის პოლიტიკოსობანას საჩვენებელ თამაშს და სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი, რითაც პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას „გეგმა არის ახალი არჩევნები, იქამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება – გარდამავალი პერიოდი სტაბილური უნდა იყოს, ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ, არავის აქვს დევნის მომენტი“ ეხმიანება.

მეგრელიშვილი პრეზიდენტს მოუწოდებს პატივი სცეს პრეზიდენტის სტატუსს და დასაცინად ნუ გაიხდით თავს. „ქალბატონო სალომე, ხელისუფლების წყაროა ხალხი და არა თქვენ! და ამ ხალხმა უკვე გააკეთა მყარი პოლიტიკური არჩევანი და ქვეყნის მმართველობის ლეგიტიმაცია გადასცა პოლიტიკურ პარტიას “ქართულ ოცნებას”.

შესაბამისად, ხალხის უმრავლესობის პოლიტიკური ნების მიუღებლობა რაც თქვენ როგორც პრეზიდენტს და ოპოზიციას როგორც ყველაზე ანტისახელმწიფოებრივ ძალას გჭირთ- ამავე ხალხს ფეხზე ჰკიდია! თქვენ მიერ ხელისუფლების მიმართ გაჟღერებული ბრალდებები – მაგალითად ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, ფაქტებით ვერ დასტურდება, ვერც დადასტურდება რადგან ფარულობის დარღვევა ელექტრონულ არჩევნებზე ნიშნავს რომ პრაქტიკულად არის შესაძლებელი კონკრეტული ბიულეტენის კავშირი დადგინდეს კონკრეტულ ადამიანთან რაც სისტემურად უბრალოდ შეუძლებელია.

თქვენი მოთხოვნა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები, არჩევნებამდე კი 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მდგომარეობით გაგრძელდეს ცხოვრება, მათ შორის ახალ რიგგარეშე არჩევნებამდე არ ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები (არ გინდათ პოსტის დატოვება) ხალხის უმრავლესობის პოლიტიკურ ნებას ეწინააღმდეგება და ესეც გამორიცხულია. რაც შეეხება საყოველთაობის პრინციპს შეგახსენებთ, რომ სწორედ ცესკოს გამართული მუშაობის შედეგად ყველას შეეძლო ხმის მიცემის უფლებით ესარგებლა თუ საკონსულოში აღრიცხვაზე დადგებოდა (ან უბანზე მივიდოდა მისი გახსნის შემდეგ და რეგისტრაციას გაივლიდა). ასე რომ მორჩით კოლექტიური დასავლეთისათვის პოლიტიკოსობანას საჩვენებელ თამაშს და სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ. პატივი ეცით პრეზიდენტის სტატუსს და დასაცინად ამჯერად მაინც ნუ გაიხდით თავს,“ – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: ლუმპენ პროლეტარიატის საქაჯეთი აბინძურებს ვაკეს! გაივლის წლები და ეს გოიმები შვილიშვილებს უამბობენ, როგორ შარდავდნენ და ისაქმებდნენ შუაგულ ვაკეში – მაია ნიკოლეიშვილი
Next: ბორელმა პირდაპირ თქვა, რომ ქართველი ხალხის ნაცვლად, ის უნდა დაეხმაროს თავის აგენტურას ანტისახელმწიფოებრივი საქმეების კეთებაში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.