Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოპოზიციამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ანტისახელმწიფოებრივი წერილი საიდუმლოდ გაუგზავნა

მარშალ პრესი 18/11/2024
0707

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და „გახარიამ“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საიდუმლოდ წერილი გაუგზავნა, სადაც 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადებას ითხოვს. შესაბამისი დოკუმენტი „ქრონიკამ“ მოიპოვა.

ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს შემდეგი 30 დღის განმავლობაში დააინიციიროს სპეციალური მისია, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში თითქოს და შიდა და გარე ჩარევებს შეისწავლის. რადიკალები აგრეთვე ითხოვენ, რომ ევროკავშირმა მოუწოდოს საქართველოს ხელისუფლებას, არ ჩაატაროს ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა და ნათლად განუცხადოს, რომ საკანონმდებლო ორგანოს არ ექნება ლეგიტიმაცია.

რადიკალები სთხოვენ ევროკავშირს, რომ მან ნათლად განაცხადოს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია მთავრობის მიერ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების გამო.

ამასთან ერთად, ოთხი პარტია ითხოვს, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან ყველა დონეზე ურთიერთობა შეაჩეროს. მათ შორის, გადადოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირებული საბჭოს შეხვედრები, შეაჩეროს ყველა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი, გაყინოს ტექნიკური თანამშრომლობის მექანიზმები მანამ, სანამ ისინი არ დათანხმდებიან საერთაშორისო გამოძიებას.

ოპოზიციონერები სთხოვენ ევროკავშირს, რომ მან დაახლოებით 120 მილიონი ევროს ოდენობის ყოველწლიური ფინანსური დახმარების გამოყოფა საქართველოსთვის შეაჩეროს სანამ არჩევნების გამოძიების შედეგები არ იქნება ცნობილი. ისინი ბრიუსელს სთავაზობენ, რომ ეს თანხები გადანაწილდეს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ მედიაზე, შეიქმნას სამოქალაქო ორგანიზაციების პირდაპირი დაფინანსების მექანიზმი, აგრეთვე სპეციალური ფონდი დამოუკიდებელი მედიისთვის, რომელიც ზეწოლას განიცდის. რადიკალები ითხოვენ ევროკავშირისგან, რომ მან შეჩერებული თანხის ნაწილი საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას და სამართლიანი არჩევნების ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი.

ცნობისთვის, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოზე და ქვეყანაში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე იმსჯელებს.

Post navigation

Previous: მოგწონთ ის, რაც ხდება თქვენს უბანში? – ნინო ფოჩხუა ვაკელებს
Next: იმდენად მძიმე მდგომარეობაშია ოპოზიცია, ალბათ შეგვეცოდებოდა, რომ არ ვიცოდეთ, რა ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.