Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, პარლამენტში არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ, თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია

მარშალ პრესი 17/11/2024
mamuka mdinaradze

წინა შემთხვევისგან განსხვავებით, არავის ხვეწნას არ დავუწყებთ ჩვენ იქით, გამორიცხული ამბავია, იმიტომ, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ეს ვაჭრობა – პარლამენტში შემოვალ და არ შემოვალ, უნდა დამთავრდეს. უნდა მიხვდნენ, რომ წაგებულმა, დამარცხებულმა უნდა აღიაროს არჩევნების შედეგები და სულ გადატრიალებაზე, ამოტრიალებაზე და რაღაც სისულელეებზე აღარ უნდა იფიქრონ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, პირველი სხდომის შემდეგ, თვითონ დაიწყებენ პარლამენტის შესვლასთან დაკავშირებით ხვეწნას, ვინაიდან, მათ თავმოყვარეობა არ გააჩნიათ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, თითოეულმა მოქალაქემ უნდა აიღოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, ვინ რას ჰკადრებს და არ უნდა მოექცეს ისეთი უსაფუძვლო ტყუილის გავლენის ქვეშ, როგორიც არჩევნების 300 000 ხმით გაყალბებაა.

„პირველი სხდომის შემდეგ, თვითონ დაიწყებენ ხვეწნას. ისეთი უთავმოყვარეოები არიან, ყველანი შემოვლენ პარლამენტში – დაიმახსოვრეთ, რამდენს ექნება სურვილი. თუ თავმოყვარეობა გააჩნიათ, არ უნდა შემოვიდნენ, მაგრამ შემოვლენ და ასეც უნდა მოიქცნენ, იმიტომ, რომ თავმოყვარეობა რომ ჰქონოდათ, ხალხისთვის ის ტყუილი არ უნდა ეკადრებინათ, რასაც არჩევნების 300 000 ხმიანი გაყალბება ჰქვია. მართლა რომ ყოფილიყო ლაპარაკი, პირობითად დავუშვათ 3 000 ხმაზე ან რამდენიმე ათას ხმაზე, იქ ჩამოიქცეოდა ყველაფერი. ერთი შემთხვევა იყო, სადაც სავარაუდოდ დანაშაული ჩაიდინა ადამიანმა და ის ადამიანი დაკავებულია – ერთადერთი შემთხვევა.

მტკიცებულები მაგვარი არ გააჩნიათ არაფერი, მაინც, როგორც კანონია „რუსული“, მიაჩნიათ, რომ უნდა უკაკუნო ადამიანს თავში, რომ კანონია „რუსული“ და რა მნიშვნელობა აქვს ის რუსულია, ფრანგული თუ ამერიკული, ამ ლოგიკით მოქმედებენ ისინი, რაც გამორიცხულია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ამ ქვეყანაში ტყუილები ვეღარ შეასაღონ ადამიანებს და ამის გარანტორები ჩვენ ვართ.

არ შეიძლება სერიოზულად ელაპარაკო ადამიანს, რომ ხმის ფარულობა დაირღვა, ამით 300 000 ხმა გაყალბდა, მე რომ ვიღაცამ იგივე მაკადროს, ბუნებრივია, შეურაცხყოფილად ვიგრძნობ თავს, იმიტომ, რომ ტყუილსაც გააჩნია. ერთი ტყუილი „აჭამეს“ ხომ ადამიანებს, რომ რუსული იყო კანონი. ვიღაცამ დაიჯერა, რაღაც არგუმენტები ჰქონდათ, რაღაცებს ყვიროდნენ რომ რუსეთში არსებობს მსგავსი სფეროს მარეგულირებელი კანონი და ამით კიდევ რაღაც გააძვრინეს, ამერიკულს, კანადურს, ფრანგულს დაანებეს თავი, დაამახინჯეს რეალობა, მაგრამ ამ შემთხვევაში,აქ არ არსებობს რეალობა არც დასამახინჯებელი, არც დაუმახინჯებელი. აქედან გამომდინარე, თითოეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ვინ რას კადრებს და ასეთი რაღაც არავის უნდა ვაკადრებინოთ რომ ასეთი ტყუილის გავლენის ქვეშ მოგვაქციოს.“ – განაცხადა მდინარაძემ.

Continue Reading

Previous: არჩევნებს არა მხოლოდ ეუთო/ოდირის და დამკვირვებლების მხრიდან აქვს ლეგიტიმაცია, არამედ სახალხო ლეგიტიმაციაც აქვს, რომლის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს საპატრიარქოს და პირადად პატრიარქის პოზიცია
Next: “ლუსული” ნომრიანი მანქანით ისეირნა ზარქუამო – ეს მანქურთები, კოლექტიური “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები, რომლებიც რუსებს საქართველოში შემოუძღვნენ, ცდილობენ აქეთ დაგვესხან თავს და გამოგონილი სიგიჟეებით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ!

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025