Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 17/11/2024
IRAKLI KOBAXIDZE2

ოპოზიცია არ არის დამოუკიდებელი საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ფოთში განუცხადა.

„ამ ეტაპზე, რაც იკვეთება, მათ ძალიან უჭირთ, კონსტრუქციულად იმოქმედონ. ამას აქვს, სამწუხაროდ, ერთი მთავარი მიზეზი – ისინი არ არიან დამოუკიდებლები საკუთარ გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებში და, სწორედ, ამის გამო უწევთ, მუდმივად დარჩნენ დესტრუქციულ დღის წესრიგში. ჩვენ, ყველა შემთხვევაში, განვაგრძობთ ზრუნვას ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან და  სტაბილურ განვითარებაზე. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. სწორედ, ამისთვის გამოგვიცხადა ნდობა კიდევ ერთხელ ქართულმა საზოგადოებამ, რომ ჩვენ განვაგრძოთ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარება და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იქნება უზრუნველყოფილი შემდეგი 4 წლის განმავლობაშიც,“– განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: ოპოზიცია იკვებება მოქალაქეთა გადასახადების ხარჯზე, ბიუჯეტიდან ავსებენ თავის პარტიულ და წინასაარჩევნო ყულაბებს, მაგრამ უარს აცხადებენ თავის სადეპუტატო მოვალეობების შესრულებაზე
Next: მადლობას გადავუხდი ცესკოს გაწეული საქმიანობისთვის, კომისიამ უზრუნველყო არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ჩატარება, ოპოზიციამ კი, კიდევ ერთხელ აჩვენა საკუთარი სახე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.