Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

საქართველოს ფეხბურთელები დამარცხდებიან და გულიც არ დაგვწყდება, რადგან ერს უღალატეს – მირანდა

მარშალ პრესი 17/11/2024
mirandaa jobava

დღეს საქართველოს ფეხბურთელები დამარცხდებიან და გულიც არ დაგვწყდება, რადგან ერს უღალატეს დუმილით და კონფორმიზმით! – ამის შესახებ საქართველო-უკრაინის მატჩის დაწყებამდე, ხილ-ბოსტნის მაღაზიის მეპატრონის ცოლმა მირანდა ჯობავამ დაწერა, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც “გამჭვირვალობის კანონთან” დაკავშირებით, მეუღლესთან, “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრ ვიტალი გუგუჩიასთან ერთად, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს დაუპირისპირდა.

ჯობავას თქმით, ქართველი ფეხბურთელები დამარცხდებიან, რადგან ისინი ვეღარ იგრძნობენ მხურვალე მხარდაჭერას და გულშემატკივრობას. მისი თქმით, სულ ემახსოვრება, რა პოზიცია ჰქონდათ ფეხბურთელებს “ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში.”

“საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, დღეს საქართველოს ფეხბურთელები დამარცხდებიან და გულიც არ დაგვწყდება, რადგან ერს უღალატეს დუმილით და კონფორმიზმით!

დამარცხდებიან, რადგან ვერ იგრძნობენ მხურვალე მხარდაჭერასა და გულშემატკივრობას…

სამწუხაროდ, მოლოდინი მხოლოდ ეს მაქვს…

და სამუდამოდ მკიდია ფეხბურთი, რადგან სულ მემახსოვრება რა პოზიცია ჰქონდათ ქვეყნისთვის ყველაზე გადამწყვეტ მომენტში!!!

წყეულიმც იყოს ასეთი ნათამაშევი და თუნდაც მოგებული ბურთი!!!” – წერს მირანდა ჯობავა სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: მოხვდება თუ არა ეს უსიამოვნო ფაქტი საერთაშორისო ორგანიზაციების შემაჯამებელ ანგარიშებში, ამას ჩვენ ერთად ვნახავთ მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება აღნიშნული ანგარიშები
Next: ეს არის ჩვენი ჩვენი ე.წ ოპოზიციის ენა და სახე – გიორგი გამსახურდია ცესკო-ში მომხდარ ინციდენტზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.