Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის და ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა

მარშალ პრესი 16/11/2024
sozar subari2

პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ქართველმა ხალხმა მსოფლიოს განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება.

„გილოცავთ! ისტორიული გამარჯვება უკვე ოფიციალურად გაფორმდა! დღეს ცესკომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა, რითაც უკვე ოფიციალურად გაფორმდა “ქართული ოცნების” და ქართველი ხალხის გამარჯვება. ეს იყო ბრძოლა მშვიდობასა და ომს, ეროვნულ ტრადიციებსა და ამ ტრადიციების წინააღმდეგ ბრძოლას შორის და ამ ბრძოლაში ქართველმა ხალხმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა, რითაც არა მხოლოდ უსამშობლო ოპოზიციას, არამედ მთელ მსოფლიოს მკაფიოდ განუცხადა, რომ ქართული საზოგადოება ყოველთვის მშვიდობის, ქვეყნის სუვერენიტეტის და ოჯახური ღირებულებების სადარაჯოზე იდგება,“ – წერს სოზარ სუბარი.

Post navigation

Previous: ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 53.93%-იანი მხარდაჭერა და პარლამენტში 89 მანდატი მიიღო
Next: ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები შეაჯამა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.