Skip to content
30/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თამარ ჩიბურდანიძე ცესკოში მომხდარ ფაქტზე: თუკი დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. დაიღალა საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიმინალებით

მარშალ პრესი 16/11/2024
tamar chiburdanidze

„ქართველ ხალხს რა ვუთხარი, რომ არ მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას, რათა დაესრულებინათ ეს ფულზე გაყიდული ოპოზიცია,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე, რითაც ცესკოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

მისივე თქმით, ცესკოში განვითარებული მოვლენების შემდეგ თუ დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. „ის, რაც დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მოხდა, არავის გაჰკვირვებია და სწორედ ეს არის უბედურება. უკვე მიეჩვია საზოგადოება ოპოზიციის უსინდისო და უღირსს ქმედებებს.

რამდენი წელია ამ პოლიტიკურ შიზოფრენიას ვუყურებთ, რომელსაც ბოლო არ უჩანს. ქართველ ხალხს რა ვუთხარი, რომ არ მისცა საკონსტიტუციო უმრავლესობა ხელისუფლებას, რათა დაესრულებინათ ეს ფულზე გაყიდული ოპოზიცია. რადგან მათ აღვირახსნილ ქმედებას ბოლო არ უჩანს, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი პასუხი გაეცეს ყველაფერს. თუკი დავით კირთაძეს პასუხს არ მოსთხოვენ, მაშინ ხალხი პასუხს მოსთხოვს ხელისუფლებას. დაიღალა საზოგადოება ამ პოლიტიკური კრიმინალებით. მსგავსი პოლიტიკური შოუს მნახველი კიდევ გავხდებით ამ დღეებში, მაგრამ ეს იქნება სწორედ მათი მოღვაწეობის დასასრული,“ – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Post navigation

Previous: საველე სიტუაციური სწავლება დასრულდა
Next: მათ მონურ, მარიონეტულ ლაქიაობას – ცნება ქართველი ან ქართველობა, ვამპირისთვის ვერცხლის ტყვიის ტოლფასია – დავით ქართველიშვილი პროფესორ-მასწავლებლებზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.