Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ლეგიტიმაციას პარლამენტს ხალხი აძლევს, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ჩვენს უკან დგას ხალხი

მარშალ პრესი 15/11/2024
shalva papuashvili

ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი, რომელმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს პარლამენტში უმრავლესობაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ხალხის სახელით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება.

„ოპოზიციის მხრიდან პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მიცემის საკითხს რაც შეეხება, ეს ცარიელი სიტყვებია, ვინაიდან ლეგიტიმაციას პარლამენტს აძლევს ხალხი. ხალხმა 26 ოქტომბერს ეს ლეგიტიმაცია მისცა ჩვენს პარლამენტს, მათ შორის მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება, ვინ უნდა იყოს ამ პარლამენტში უმრავლესობაში. დამაჯერებელი, 54 პროცენტით და მილიონ ას ოცი ათასი ხმით „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა. ჩვენ უკან დგას ხალხი და ხალხის სახელით მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი მალე შეიკრიბება და შემდეგი ოთხი წელი იქნება ჩვენი ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ის რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერ გადალახული პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ
Next: სიცრუეა თითქოს ცესკო სხდომის ჩატარებას ქალაქგარეთ გეგმავს – ცენტრალური საარჩევნო კომისია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.