Skip to content
08/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხაზარაძე-ჯაფარიძე აქამდეც ყოფილან თაღლითობაში მხრილებულნი და მათ ამ დრომდე აქვთ დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არბიტრაჟმა დააკისრა

მარშალ პრესი 15/11/2024
SHALVA PAPUASHVILI

ადამიანები ერთხელ რომ არიან გასამართლებულები თაღლითობაზე, არ ვიცი რა კონკრეტული ბრალდებებია, თუმცა მათი წინა პრაქტიკიდან გამომდინარე ბევრი რამე გამორიცხული არ არის, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც ბიზნესმენ ალექსანდრე ამაშუკელის მხრიდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს ეხებოდა.

მისი თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე აქამდეც ყოფილან თაღლითობაში მხრილებულნი და მათ ამ დრომდე აქვთ დავალიანება სახელმწიფოს მიმართ, რომელიც არბიტრაჟმა დააკისრა.

„ერთი, რაც ვიცი, 650 ათასი დოლარი აქვს გადასახდელი ბატონ ხაზარაძეს. გადაიხადა თუ არა 650 ათასი დოლარი საქართველოს ბიუჯეტში? აი, რომ უნდოდა მილიარდ-ნახევარი ჩვენი ბიუჯეტიდან წაეღო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ყალბი, თაღლითური ბრალდებით, რომელიც მათ ჰქონდათ ჯერ საქართველოში სასამართლოებში, სადაც დამარცხდნენ და შემდეგ არბიტრაჟებში, დამარცხდნენ. აი, ამ თაღლითობით მილიარდ-ნახევარი რომ ვერ წაიღეს და აღმოჩნდა, რომ იქით 650 ათასი დოლარი აქვს ბიუჯეტში ჩასარიცხი, ჩაიარა ახლა არჩევნებმა და რას აპირებენ? აპირებენ თუ არა ჩარიცხონ ბიუჯეტში?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: კომპანია „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
Next: ის რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხდება, არის 4 ბარიერ გადალახული პარტიისა და „ნაცმოძრაობის“ არასამთავრობო ორგანიზაციების შოუ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.