Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიციის გეგმის არარსებობა ერთი რამის შედეგია – მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ

მარშალ პრესი 15/11/2024
irakli kobakhidze

ოპოზიციის გეგმის არარსებობა, სინამდვილეში, ერთი რამის შედეგია – მათ გაცნობიერებული აქვთ საკუთარი პოზიციების უკიდურესი სისუსტე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში – “აქტუალური თემა” განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციას აქვს ძალიან სუსტი პოზიციები, ვინაიდან არც საბაბი აქვთ არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ და არც ხალხის მხარდაჭერა.

„ადრე იყო, 4 წლის წინ, დავუშვათ, ადამიანური შეცდომები, ტექნიკური ხარვეზები, დისბალანსები ოქმებში და ა.შ. ახლა ასეთი რამეებიც კი არ არის, ანუ აბსოლუტურად სუფთაა ყველაფერი და ამ კუთხით აქვთ სუსტი პოზიციები და ასევე მათ მიმართ ხალხის მხარდაჭერა დღეს არის კიდევ უფრო სუსტი, ვიდრე ეს იყო 4 წლის წინ. თქვენ იცით, რამხელა სხვაობა იყო ჩვენს შედეგსა და მეორე პოლიტიკურ პარტიას შორის. ეს იყო 890 000 ხმა, ანუ ჩვენმა პარტიამ აიღო 890 000 ხმით მეტი მეორე პარტიასთან შედარებით, 43 %-ით მეტი ავიღეთ.

ერთი და იგივე რესურსი სჭირდება საარჩევნო წარმატებას და ქუჩაში წარმატებას, ეს არის ხალხის მხარდაჭერა. თუ არ გაქვს ხალხის მხარდაჭერა, ბუნებრივია, ვერც იქ გექნება წარმატება და ვერც აქ და ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც არც გეგმა აქვთ, ვინაიდან რაღაც უნდა გიმაგრებდეს პოზიციებს, რომ გეგმა დასახო შენი აქტივობისთვის. გეგმას ზუსტად იმიტომ ვერ სახავენ, რომ არავითარი სიმყარე არ აქვთ საკუთარ პოზიციებში. არც ხალხის მხარდაჭერა აქვთ, არც რაიმე საბაბი არჩევნების გაყალბებაზე სასაუბროდ. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც ისინი არიან სუსტად წარმოდგენილნი,“ – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში
Next: ოპოზიციის ლეგიტიმაცია არ სჭირდება პარლამენტს, პარლამენტს სჭირდება სახალხო ლეგიტიმაცია, რომელიც ამ პარლამენტმა უკვე მიიღო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.