Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველო მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში – ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ახერხებდა სწორი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას, რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის მაქსიმალურად უზრუნველყოფას ჩვენს რეგიონში Inbox

მარშალ პრესი 15/11/2024
irakli kobakhidze

ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველო ყოველთვის ახერხებდა სწორი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას , რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის მაქსიმალურად უზრუნველყოფას ჩვენს რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ  გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.

პრემიერის თმით, საქართველო მზად არის, მედიატორის რანგში  კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებების უზრუნველყოფაში.

„ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან როლს ასრულებს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. მიუხედავად იმისა, რომ იყო კონფლიქტი ჩვენს მეზობელ ქვეყნებს შორის, საქართველო ყოველთვის ახერხებდა სწორი, დაბალანსებული პოლიტიკის წარმოებას , რითაც ხელს უწყობდა მშვიდობის მაქსიმალურად უზრუნველყოფას ჩვენს რეგიონში, კონკრეტულად ამიერკავკასიაში. რა თქმა უნდა, ამ მიდგომით გავაგრძელებთ მომავალშიც მუშაობას. თუ იქნება ინტერესი, რომ საქართველო მედიატორის რანგში ან სხვა კუთხით კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს მოლაპარაკებების უზრუნველყოფაში და ა.შ, ჩვენ ყოველთვის ვაფიქსირებთ ამ კუთხით ჩვენს მზაობას. რა თქმა უნდა, ეს მზაობა ახლაც არის ძალაში. თუ იქნება ეს ინტერესი, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერა შევთავაზოთ ორივე ჩვენს მეზობელ და მეგობარ ქვეყანას“, – განაცხადა პრემიერმა.

Post navigation

Previous: მეგობრობა ერთია, მაგრამ მეორეა ის, რომ ყველამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ამ პრინციპების დაცვის გარეშე, ვერავითარი სამართლიანი ურთიერთობები ვერ შედგება
Next: საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი ქვეყანა, სადაც გარემოს დაცვის უფლება ძირითადი უფლების რანგში არის გარანტირებული ქვეყნის კონსტიტუციით

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.