Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

NGO-სთვის პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის – ირაკლი კობახიძე

მარშალ პრესი 14/11/2024
irakli kobakhidze

NGO-სთვის პივიტის არავითარი ფასი არ აქვს, თუ ის გაყალბებული არ არის, თუ პივიტი სწორად არის შედგენილი, ამ შემთხვევაში მას ფასი არ აქვს, უნდა იყოს მაინცდამაინც გაყალბებული, რომ ფასი ჰქონდეს და გამოქვეყნდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში “აქტუალური თემა” განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეალურად ასე მოხდა და 4 წლის წინ ISFED-მა გამოაქვეყნა გაყალბებული პივიტი და მმართველ გუნდს ხუთ კვირა დასჭირდა იმისთვის, რომ ორგანიზაციას პივიტის გაყალბება ეღიარებინა.

„ხუთი კვირა დაგვჭირდა, რომ ეღიარებინათ ის გადახრა, რაც არსებობდა პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის. მთავარი არგუმენტი, რასაც აფუძნებდა ოპოზიცია მაშინ გაყალბებაზე საუბარს, იყო სწორედ პივიტი, ცდომილება პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის. ხუთ კვირის თავზე ძლივს ვაღიარებინეთ ამ ენჯეოს და მათ დონორებს, რომ პივიტი იყო ცდომილებაში ცესკოს შედეგებთან და ამ ცდომილების მიზეზი იყო „შეცდომა“, რომელიც დაშვებული იქნა პივიტის შედგენისას. ახლა ისინი აღიარებენ, რომ თანხვედრა არის პივიტისა და ცესკოს შედეგებს შორის, მაგრამ ასეთ პივიტის აღარ აქვს ფასი და ამიტომ არ ქვეყნდება.

აქედანაც ჩანს, რომ ამ ადამიანებისთვის ერთადერთი თვითმიზანი არსებობდა – როგორმე კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა დაბრუნებულიყო ხელისუფლებაშ. მეტი არავითარი მიზანი არ ჰქონდათ, არ არჩევნებზე დაკვირვება, არც სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ა.შ. მათთვის არჩევნები ფასობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ასეთია ენჯეოების მიდგომა, შესაბამისი პარტიების და მათი უცხოელი პატრონების მიდგომა, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Post navigation

Previous: მაია სანდუ მხოლოდ გაყალბებული არჩევნების შედეგად გახდა მოლდოვის პრეზიდენტი უკვე მეორედ, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს არჩევნებზე კრიტიკულად ლაპარაკობენ, ამასთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ დასცდენიათ
Next: საზოგადოებამ სრულად გაითავისა ამ არჩევნების განსაკუთრებული და საგანგებო მნიშვნელობა და მხარი დაუჭირა ჩვენს კურსს, მმართველ გუნდს, „ქართულ ოცნებას“, კიდევ ერთხელ მადლობა ქართულ საზოგადოებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.