Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაწყენნი არიან, რომ აშშ-ში არ გააკეთეს ის არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. იგივეა საქართველოზეც. ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც ბრიუსელი ეტყვის

მარშალ პრესი 14/11/2024
andrash laslo

ევროპარლამენტის დებატები არა მარტო საქართველოზე, არამედ შეერთებულ შტატებზეც ჯგუფური თერაპიის სესიას ჰგავს, – განაცხადა ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ, ევროპარლამენტში გამართულ დებატებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს უკავშირდებოდა.

მისი თქმით, ევროპის პოლიტიკურ ელიტას ჰგონია, რომ იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, მხოლოდ ის უნდა გააკეთონ, რასაც ბრიუსელი ეტყვის.

„ისინი არიან იმედგაცრუებული და ნაწყენნი, რომ აშშ-ში ამომრჩეველმა არ გააკეთა ისეთი არჩევანი, როგორიც ევროპის პოლიტიკურ ელიტას სურდა. ზუსტად იგივე ამბავია საქართველოზეც. აქ ფიქრობენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რასაც მათ ბრიუსელი ეტყვის. უნდა გააკეთონ ისიც კი, თუ ეს სუვერენიტეტის დათმობას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ქართველებს ეს არ სურთ. ჩემი აზრით, საქართველომ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი.

პრემიერმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირთან ურთიერთობების გაგრძელება და ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქართველმა ამომრჩეველმა გააკეთა ისეთი არჩევანი, რომელიც ევროპულ პოლიტიკურ ელიტას არ სურდა და გააგრძელოს პროცესი. ეს კომისია უკვე იცვლება. გვეყოლება მალე ახალი კომისია, ახალი ევროკომისრები და ასევე ცვლილებია ამერიკის შეერთებულ შტატებში. დღესდღეობით ევროკავშირი განაწყენებულია.

ევროკავშირმა ადაპტაცია უნდა მოახდინოს ახალ რეალობასთან გლობალურად, აშშ-თან და უნდა ითანამშრომლოს ყველა ქვეყანასთან, რომელსაც ამ ორგანიზაციის წევრობა სურს. ეს არის ჩვენი ინტერესი. ევროკავშირის ინტერესია გაძლიერდეს და გაიზარდოს. თუ გვსურს გლობალური მოთამაშე ვიყოთ, მაშინ ჩვენ ეს ქვეყნები გვჭირდება და ასევე გვჭირდება თანამშრომლობა ლექციის წაკითხვის რეჟიმში ყოფნის ნაცვლად. ახლა არაფერია რეალისტური ევროპარლამენტში და არაფერია რეალისტური ევროკომისიაში, რადგან ძალიან მალე ახალი კომისია გვეყოლება“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

ევროპარლამენტში საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, დებატები თითქმის ცარიელ დარბაზში წარიმართა. ევროპარლამენტარების პოზიციები განსხვავებულია. ნაწილმა თქვა, რომ ქართველ ხალხს თავისუფლად არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა არ ჰქონდა, ევროპარლამენტარების ნაწილმა კი ყველას მოუწოდა, პატივი სცენ ამომრჩევლების უმრავლესობის მიერ გამოხატულ პოზიციას.

Post navigation

Previous: ნებისმიერმა თანამდებობის პირმა ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში, ვფიქრობ, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანოს, მინიმუმ უნდა გადახედოს იმ წყაროებს, რა წყაროებითაც ინფორმაციას იღებდა – ხომ ნახეს, რა ყოფილა ქართველების ინტერესი
Next: მაია სანდუ მხოლოდ გაყალბებული არჩევნების შედეგად გახდა მოლდოვის პრეზიდენტი უკვე მეორედ, თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს არჩევნებზე კრიტიკულად ლაპარაკობენ, ამასთან დაკავშირებით არც ერთი სიტყვა არ დასცდენიათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.