Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მთავრობები მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენენ მათი მოქალაქეების ნებას, ეს ასე არ იყო ფრანკოს ესპანეთში, მაგრამ ტრამპის შეერთებულ შტატებში ნამდვილად ასეა – ჟოზეფ ბორელი

მარშალ პრესი 14/11/2024
x

x

ჩვენ ვსაუბრობთ შეერთებულ შტატებზე, მაგრამ ეს არ არის იგივე შეერთებული შტატები ტრამპის დროს, რაც იყო ობამას დროს.

თუ შეხედავთ ესპანეთს, იგი ფრანკოს დროს და გონსალესის დროს განსხვავებული იყო, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბორელის თქმით, მთავრობები ზოგიერთ შემთხვევაში წარმოადგენენ თავიანთი მოქალაქეების ნებას, მაგალითად, ასეა ტრამპის შემთხვევაში, თუმცა, ასე არ იყო ესპანეთში, ფრანკოს მმართველობის დროს.

„ჩვენ ვსაუბრობთ ისრაელზე, მაგრამ ეს არ არის იგივე ისრაელი ნეთანიაჰუს დროს, რაც იყო შიმონ პერესის დროს. ისინი ერთი და იგივე სახელმწიფოები არიან, მაგრამ განსხვავებული მთავრობებით. კარგი იქნება, თუ ვისაუბროთ მთავრობებზე, რომლებიც, მართალია, ზოგიერთ შემთხვევაში – მხოლოდ ზოგიერთ შემთხვევაში – წარმოადგენენ მათი მოქალაქეების ნებას.

ეს ნამდვილად ასეა ტრამპის შეერთებულ შტატებში. ეს ასე არ იყო ფრანკოს ესპანეთში, მაგრამ რა თქმა უნდა, ასეა ტრამპის შეერთებულ შტატებში, რომელმაც არჩევანი გააკეთა, მათ ისევ აირჩიეს ტრამპი. ჩვენ ვართ სიტუაციის პირისპირ, რომელიც რა თქმა უნდა, არ არის მსოფლიოს დასასრული, მაგრამ ეს არის სხვა სამყაროს დასაწყისი, ვიდრე ეს შეიძლებოდა ყოფილიყო, თუ ამერიკელები სხვა არჩევანს გააკეთებდნენ.“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

Post navigation

Previous: ზურაბიშვილის მაგინებელთა მხრიდან „ტრამპსფორმაციაც” არაა გამორიცხული, თუმცა ვეჭვობ რომ ბატონ დონალდის თავმოყვარეობა ქალბატონი სალომეს „პრინციპების” იდენტური იყოს
Next: ვეღარ მივცემთ თავს იმის უფლებას, ვარჩიოთ, ვინ რას აკეთებდა წარსულში, დღეს ქვეყანა გაცილებით დიდი გამოწვევის წინაშე დგას და ვერ დავიწყებთ კეკლუცობას და პოლიტიკურ ნიუანსებში ჩარევას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.