Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოსთვის ახლავე მიმართვა ან იურიდიული შეცდომაა, ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება, თითქოსდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ გააგრძელებს მუშაობას – ეს ასე არ არის

მარშალ პრესი 14/11/2024
vaxtang xmaladze

პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოსთვის ახლავე მიმართვის შესახებ, რაც დღეს მოვისმინე, ან იურიდიული შეცდომაა ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება, – წერს კონსტიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ოპოზიციური პარტიების ნაწილის მტკიცება, თითქოსდა ცესკოსთვის ახლავე მიმართვა უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ ცნობს 100 წევრის უფლებამოსილებას და ამიტომ ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.

“პარლამენტის წევრობაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოსთვის ახლავე მიმართვის შესახებ, რაც დღეს მოვისმინე, ან იურიდიული შეცდომაა ან ნორმათა არაკეთილსინდისიერი განმარტება. თითქოსდა, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ პარლამენტი ვეღარ ცნობს 100 წევრის უფლებამოსილებას და ამიტომ ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.

ეს ასე არ არის, მაგრამ ამის სამართლებრივ მტკიცებას არ შევუდგები. მხოლოდ ერთს ვიტყვი და დაფიქრდით: დავუშვათ, რომ შესაძლებელია არჩევნების შემდეგ, უფლებამოსილების ცნობამდე, მანდატებზე უარის თქმა და, იმავდროულად, პარტიული სიის გაუქმება. ახლა დავუშვათ, რომ დამარცხებულმა პარტიებმა 51 მანდატი მიიღეს, უფლებამოსილების ცნობამდე უარი თქვეს მანდატებზე და პარტიული სიებიც გააუქმეს. რას მივიღებთ? პარლამენტი ცნობს მხოლოდ 99 წევრის უფლებამოსილებას და ვეღარ გააგრძელებს მუშაობას – საჭირო გახდება ხელახალი არჩევნები. და თუ იგივე გამეორდა მეორედაც, მესამედაც და ა.შ.? გამოვა, რომ 51 დამარცხებულს ყოველთვის შეეძლება არჩევნების შედეგების ბლოკირება, რაც სრული აბსურდია! დღეს პრობლემა არჩევნების არალეგიტიმურობაა და ამას უნდა მივხედოთ!” – წერს ვახტანგ ხმალაძე.

Post navigation

Previous: სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ოფისიდან რომ გამოვა, პოლიტიკურად 2/3-ით შემცირდება, იმიტომ, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის დაკავშირებული მის ოფისთან
Next: ტრამპის გამარჯვებით შეწყდება გიჟური ზეწოლა საქართველოზე – ჩავებათ რუსეთ-უკრაინის ომში და გავუხსნათ რუსეთს მეორე ფრონტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.