Skip to content
15/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ქვეყანაში მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ოპოზიცია

მარშალ პრესი 13/11/2024
irakli kobakhidze

ჩვენ 4 წლის თავზე ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას, ჩვეულებრივად მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ახლა ოპოზიცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, არის ცარიელი პიარი და სინამდვილეში ასეთ აქტებს ვერავითარი ეფექტი ვერ ექნება.

„ყველაფერი არის მშვიდად, წყნარად, შეჯამდება არჩევნების შედეგები, აქედან მეათე დღეს გაიმართება პარლამენტის სხდომა, ამის შემდეგ დაიწყება საპარლამენტო ცხოვრება. აქედან ძალიან მალევე, სავარაუდოდ, იანვრის დასაწყისში გაიმართება პრეზიდენტის არჩევნებში, ამის შემდეგ შედგება პრეზიდენტის ინაუგურაცია. ქვეყანა ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას, გრძელდება არაერთი პროექტის განხორციელება, ვიწყებთ ჩვენი 4-წლიანი პროგრამის შესრულებას. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმაზე, რომ 4 წლის თავზე შესაბამის ანგარიშს ჩავაბარებთ ქართულ საზოგადოებას, ჩვეულებრივად, მშვიდად, წყნარად გრძელდება პროცესები, დანარჩენი არის ქარიშხალი ჭიქაში, რის დადგმასაც ცდილობს ახლა ოპოზიცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

Post navigation

Previous: ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლის ხმები გადაიტანეს გახარიას და „ლელოს“ კალათაში, ამ ეტაპზე, გარე პატრონები განსაკუთრებულ აქცენტს მათზე აკეთებენ – ნინო წილოსანი
Next: სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის ოფისიდან რომ გამოვა, პოლიტიკურად 2/3-ით შემცირდება, იმიტომ, რომ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის დაკავშირებული მის ოფისთან

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.