Skip to content
30/09/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

728
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად

მარშალ პრესი 13/11/2024
008

საქართველოს კონსტიტუცია გარემოს დაცვის უფლებას ადამიანის ძირითად უფლებებს შორის აღიარებს, მაშინ, როდესაც წამყვანი ქვეყნების კონსტიტუციებში სიცოცხლის უფლება აღიქმება გარემოს დაცვის უფლებად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს კლიმატის ცვლილებების 29-ე კონფერენციის ლიდერთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კონფერენციის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მადლობა გადაუხადა და კლიმატის ცვლილებით შექმნილი გამოწვევების დასაძლევად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საქართველოში ჩვენ სერიოზულად ვუდგებით კლიმატური კრიზისის დაძლევის პასუხისმგებლობას და უკვე გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რათა არსებითი გავლენა მოვახდინოთ. საქართველო აქტიურად აგრძელებს კლიმატთან დაკავშირებული ქმედებების ინტეგრირებას ეროვნულ ბიუჯეტში წლიური შეფასებების საშუალებით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, გავზომოთ კლიმატის ცვლილების ზემოქმედება ჩვენს ხარჯებსა და ეკონომიკურ განვითარებაზე.
ჩვენ ერთად ვაქცევთ სამხრეთ კავკასიის რეგიონს შესაძლებლობებისა და წარმატებების რეგიონად!“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Continue Reading

Previous: ოპოზიციის პოლიტიკური ნარატივი, რომ ისინი არ მისცემენ ლეგიტიმაციას საქართველოს “პარლამენტს” არის საკუთარი თავის კიდევ ერთხელ დაცინვა, რადგან ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ხალხის გარდა არავის ლეგიტიმაცია არ სჭირდება
Next: ცესკო-ს საარჩევნოდ, სპეციალური მარკერები კომპანია “სმარტმატიკმა” გადასცა – ადმინისტრაციის განცხადება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025