Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გვარამიების, მელიების, ჯაფარიძეების ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს არ სჭირდება

მარშალ პრესი 13/11/2024
nino pochkhua

ოპოზიციისგან ხშირად ისმის ახლად არჩეულ პარლამენტს, ჩვენი ბოიკოტით, ლეგიტიმაციას არ მივცემთო, ადგენენ სიებს, კამერების წინ დებენ ფიცს და ხელს აწერენ პარლამენტში არშესვლას, ეს ხომ ძალიან სასაცილოა, ეს ხომ ყველაფერი ნანახი გვაქვს, – ამის შესახებ ექსპერტი, ნინო ფოჩხუა, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, გვარამიების, მელიების, ჯაფარიძეების ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს არ სჭირდება, ვინაიდან მას ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის უმრავლესობამ მიანიჭა.

“როგორი აღქმებითაც მართეს ეს ქვეყანა სააკაშვილმა და მისმა ხელის გოგო-ბიჭებმა, ახლაც ასე აგრძელებენ. ოპოზიციისგან ხშირად ისმის ახლად არჩეულ პარლამენტს, ჩვენი ბოიკოტით, ლეგიტიმაციას არ მივცემთო, ადგენენ სიებს, კამერების წინ დებენ ფიცს და ხელს აწერენ პარლამენტში არშესვლას, ეს ხომ ძალიან სასაცილოა, ეს ხომ ყველაფერი ნანახი გვაქვს. რომელი ხალხის სახელით ლაპარაკობენ ეს უსამშობლო ადამიანები, მათ დაძახებულ აქციებზე დღითიდღე რომ ხალხი კლებულობს?

კარგად დაიმახსოვრონ, გვარამიების, მელიების, ჯაფარიძეების ლეგიტიმაცია ახლად არჩეულ პარლამენტს არ სჭირდება, დღევანდელ ხელისუფლებას, პარლამენტს უზენაესი ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია აქვს! პარლამენტიც შეიკრიბება, კანონებიც მიიღება და ქვეყანაც განვითარდება. ოპოზიციამ კი გინდ ბოიკოტი გამოაცხადოს და გინდ ქუჩებში ირბინოს უმისამართოდ.” – წერს ნინო ფოჩხუა.

Post navigation

Previous: როდესაც ასეთი გავლენიანი ორგანიზაცია თვლის, რომ საჯარო მოხელეებს შორის კორუფციის სიმცირით საქართველო მსოფლიოში 22-ე ადგილზეა, რატომ უნდა დაიჯეროს ვინმემ ენჯეოების და რადიკალური ოპოზიციის ბოდვები, რომ თითქოს ქვეყანაში კორუფცია ყვავის?
Next: ოპოზიციის პოლიტიკური ნარატივი, რომ ისინი არ მისცემენ ლეგიტიმაციას საქართველოს “პარლამენტს” არის საკუთარი თავის კიდევ ერთხელ დაცინვა, რადგან ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს ხალხის გარდა არავის ლეგიტიმაცია არ სჭირდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.