Skip to content
22/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე EPP-ზე: ყველა ის დანაშაული რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს ჩადენილი, რაც პირდაპირ უპირისპირდებოდა ევროპულ ღირებულებებს, ეს მეორეხარისხოვანია, ეს ჩანს ამ განცხადებიდან

მარშალ პრესი 05/06/2022
ირაკლი კობახიძე

მთავარი ჩვენი პარტნიორების მხრიდან უნდა იყოს ევროპული ღირებულებების ერთგულება, რაც EPP-ის შემთხვევაში ვერ ვიხილეთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) განცხადებაზე საუბრისას განაცხადა.

მან ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმის მცდელობას შეადარა რადიკალური ოპოზიციის ქმედება და აღნიშნა, რომ „ამას მიჩვეული არიან“.

„შესაძლო შედეგებში, ისინი ყოველთვის შანსს ეძებენ. გახსოვთ, ვიზალიბერალიზაციას აპროტესტებდნენ. მთელი თვეების განმავლობაში, თუმცა მაშინ შედეგს ვერ მიაღწიეს. იმედი მაქვს, ისინი ვერც ამ შემთხვევაში მიაღწევენ შედეგს.

მათ მიერ გვერდზე იყო გადადებული ღირებულებები. ყველა ის დანაშაული, რომელიც „ნაცმოძრაობას“ აქვს ჩადენილი, რაც პირდაპირ უპირისპირდებოდა ევროპულ ღირებულებებს, ეს მეორეხარისხოვანია, ეს ჩანს ამ განცხადებიდან. მთავარია, საკუთარი წევრის დაცვა, რაც ვფიქრობ, სწორი მიდგომა არ არის. პირველ რიგში, ჩვენთვის ევროპა ღირებულებებია და არა რაღაც მდებარეობა, თუ სხვა რამ. შესაბამისად, მთავარი ჩვენი პარტნიორების მხრიდან უნდა იყოს ამ ღირებულებების ერთგულება, რაც ვერ ვიხილეთ EPP-ის შემთხვევაში, როდესაც ეს განცხადება გაკეთდა“, – განაცხადა კობახიძემ.

„ევროპის სახალხო პარტიამ“ განცხადება გამოაქვეყნა. EPP საქართველოში მიმდინარე პროცესებით შეშფოთებულია და, „ევროპის სახალხო პარტიის“ შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაზე უარის თქმა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის დაკავება დემოკრატიული ინსტიტუტების რღვევის ნათელი მაგალითებია.

Continue Reading

Previous: „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ გორსა და ბორჯომში, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული კონფერენციები გამართა
Next: მამუკა მდინარაძე: იმ შემთხვევაში თუ უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, რა თქმა უნდა, საქართველომაც უნდა მიიღოს და მე ვფიქრობ, რომ ეს ასეც იქნება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025