Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არანაირი სიების ჩახსნა ამ ეტაპზე არაა კანონით გათვალისწინებული და ცესკოც არაფერ შუაშია აქ, ისევე, როგორც არაფერ შუაშია იმაში, რომ ამ ვადაგასულ, მატყუარა პოპულისტებს ხალხი არ ირჩევს

მარშალ პრესი 12/11/2024
tamta megrelishvili

ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს პარლამენტში შემსვლელთა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მორიგ ტყუილს უწოდებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი. როგორც მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს ოპოზიციას ისევე შეჰყავს ამ თემაზე საუბრისას საზოგადოება შეცდომაში, როგორც შეჰყავდა მაშინ, როცა არჩევნების დღეს გამარჯვებას ზეიმობდა.

„მთელი დღეა ვისმენთ ოპოზიციის სხვადასხვა წარმომადგენლის ჰეროიკულ განცხადებებს, რომ არჩევნებს არ ცნობენ და სიები ჩახსნეს და ცესკომ არ გაბედოს მათი დოკუმენტაციის პარლამენტში გადაგზავნა. ისევ აბოლებენ საკუთარ ამომრჩეველს და მთელ საზოგადოებას, ისევე როგორც კენჭისყრის საღამოს „გამარჯვების” ზეიმისას, მერე რომ „გაყალბებული” აღმოჩნდა და ეს თურმე იქვე იცოდნენ. ახლა იმის იმედი აქვთ, რომ კანონმდებლობას არავინ წაიკითხავს, ან ვერ გაარკვევს, რომ არანაირი სიების ჩახსნა ამ ეტაპზე არაა კანონით გათვალისწინებული და ცესკოც არაფერ შუაშია აქ, ისევე, როგორც არაფერ შუაშია იმაში, რომ ამ ვადაგასულ, მატყუარა პოპულისტებს ხალხი არ ირჩევს. მერე გამოვლენ და მომხრეებს დააბოლებენ – რა ვქნათ, ცოცხალი თავით არ გვინდოდა პარლამენტარობა, მაგრამ კალანდარიშვილმა ქეჩოში ჩაგვავლო ხელი და სათითაოდ უკანონოდ შეგვყარაო,” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Continue Reading

Previous: რა ეგიდით არიან ჩამოსულები, ვის წარმოადგენენ – თუ პირადი ინიციატივებით არიან ჩამოსულები, ევროპის სახელით როგორ ლაპარაკობენ?
Next: საქართველო მზადაა, 2025 წლისთვის წარადგინოს ახალი – მესამე თაობის ეროვნული სამოქმედო გეგმა, რაც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის შენარჩუნებას 1.5 ზღვრული გრადუსის ფარგლებში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025