Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

თუ „ნაცების“ 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, არ გაქვს უფლება დიდად ილაპარაკო წამებაზე და წამებასაც ფასი ეკარგება, შენ გაგაკრიტიკებენ

მარშალ პრესი 12/11/2024
guri

ფილოსოფოსი გური სულთანიშვილი „ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კლიპთან დაკავშირებით კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების მხრიდან გაკეთებულ შეფასებებს იხსენებს.

სულთანიშვილი აღნიშნავს, რომ ამ კლიპში მთავარი ფუნდამენტი, ანუ შინაარსი არ შეიმჩნიეს (წამება და რეპრესიები):

„ერთ დეტალზე მინდა გავამახვილო ყურადღება. წინასაარჩევნოდ, გახსოვთ ალბათ, კლიპი გაკეთდა, სადაც ცოლ-ქმარი დაწოლას აპირებენ და არჩევნებზე არ წავიდეთო ამბობს ქმარი, მერე ესიზმრება ყველა ის საშინელება რაც შეიძლება მოჰყვეს არ წასვლას, ამ შემთხვევაში კოლექტიური ნაცების მობრუნება, რომელიც დგას, სისტემურ წამებასა და ტოტალურ რეპრესიებზე, მოკვლაზე და გაუპატიურებაზე, ბიზნეს რეკეტზე და გამოხატვის სრულად გაქრობაზე.

ამას მოყვა მთელი ამბავი, ლიბერალების მხრიდან, რომ ჰოი და რუსული კალკი ყოფილაო, ატეხეს ერთი გნიასი და მთავარი, ფუნდამენტი, ანუ შინაარსი, „ვაბშე“ არ შეიმჩნიეს (წამება და რეპრესიები). ეს თითქოს ასე უნდა გავიგოთ, შენ თუ ნაცების 9 წლიან რეპრესიებს ოდნავ არაესთეტიკურად ან გოიმურად აღწერ, არ გაქვს უფლება დიდად ილაპარაკო წამებაზე და წამებასაც ფასი ეკარგება, შენ გაგაკრიტიკებენ.

იმაზე რომ რა არის ცენტრალური საკითხი და ყურადღების გადატანა პერიფერიულ საკითხებზე, ერთი ანეკდოტი მახსენდება, ცოლი შეუსწრებს ქმარს საყვარელთან და ქმარი უწყებს ჩხუბს, პარასკევს არ უნდა ჩამოსულიყავი ხუთშაბათის მაგივრადო?

პ.ს. არ იფიქროთ ჩემი რეკლამაა და მაგიტომ ვიცავ თავგამოდებით, უბრალოდ იმ დღეს ვსაუბრობდით და ვარჩევდით მეგობრები..”- წერს სულთანიშვილი სოციალურ ქსელში.

Continue Reading

Previous: საარჩევნო კანონმდებლობა ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში – ცესკო
Next: რა ეგიდით არიან ჩამოსულები, ვის წარმოადგენენ – თუ პირადი ინიციატივებით არიან ჩამოსულები, ევროპის სახელით როგორ ლაპარაკობენ?

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025