Skip to content
24/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა – კახა კალაძე

მარშალ პრესი 12/11/2024
kakha kaladze

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციას საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია.

„ბუნებაში არ არსებობს მსგავსი რამ. რა მტკიცებულებებზეა საუბარი? ამას ვამბობთ ამდენი ხანია. არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა და მას შემდეგ მიდის საუბარი ამაზე. ჯერ იზეიმეს 20:00 საათზე, მთელი ტაშ-ფანდური ჰქონდათ გამართული. მარტივი კითხვაა – რა ეზეიმებოდათ თუ არჩევნები გაყალბდა?

მთელი კამპანიის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, იგებდნენ რაღაც გაუგონარი კვლევებით, ეგზიტპოლებით, შეცდომაში შეჰყავდათ და დღეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ დაიწყეს ცრუ ბრალდებები, სადაც არანაირი ფაქტი არ არსებობს. ამდენი ხნის განმავლობაში ვისმენთ მათი მხრიდან განცხადებებს, მიდის სიტყვების ბრახაბრუხი, მაგრამ ხომ შეიძლება ერთი კონკრეტული ფაქტი წარმოადგინონ? თუ აქვთ რაიმე, კეთილი ინებონ და სასამართლოშიც წარმოადგინონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Post navigation

Previous: ომის დაწყებიდან ხუთი დღის შემდეგ ზელენსკიმ თქვა “კარგი, იყოს ნეიტრალიტეტი”, აშშ-მა და ბრიტანეთმა კი თქვეს, არავითარ შემთხვევაში, ბიჭებო, თქვენ იბრძვით!
Next: გიორგობას არც ერთი სექტანტი არ დავინახოთ საქართველოში! ყველანი კიევის ლგბტ-ფესტივალზე! – დავით ქართველიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.