Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ჩვენი მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მხარს უჭერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონს, გახარიას პარტია ერიდებოდა ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს

მარშალ პრესი 11/11/2024
irakli kobakhidze2

„ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი და ძალიან ძლიერი, ჩვენი მოსახლეობის 90 %-ზე მეტი მყარად უჭერს მხარს ამ კანონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ ისმის გახარიას პარტიისგან მოწოდებები „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით ახლა, როცა წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათგან არ ისმოდა მსგავსი განცხადებები, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ წინასაარჩევნოდ ისინი ერიდებოდნენ არაპოპულარული ნაბიჯის გადადგმას, ახლა კი უფრო თამამად ასრულებენ გარე დავალებებს.

„ისინი ერიდებოდნენ ამ კანონის წინააღმდეგ გამოსვლას წინასაარჩევნო პერიოდში, ახლა დასრულებულია არჩევნები და უფრო თამამად ასრულებენ იმ დავალებას, რომელსაც გარედან იღებენ. ისინი, რეალურად, ხედავენ, რომ მათ არაფერში აწყობთ ამ კანონის წინააღმდეგ გალაშქრება, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გადაწყვეტილებებს იღებენ არა ისინი, არამედ, ასე ვთქვათ, მათი პატრონები, გარედან, მათ უწევთ ისეთი ქმედებების განხორციელება, რომელიც არის აბსოლუტურად არაპოპულარული. გახსოვთ, თავის დროზე მათ მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, როცა ის მიიღებოდა პარლამენტში. ესეც, რა თქმა უნდა, იყო დავალების შესრულება, არაფერში აწყობდათ მათ ამ ნაბიჯის გადადგმა, ახლაც მოქმედებენ გარე დავალებების შესაბამისად,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა აშშ-ში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას
Next: კომიტეტის თავმჯდომარეების ვიზიტი ისეთივე საჩუქარია, როგორიც იყო ბატონი როთის ვიზიტები წინასაარჩევნო პერიოდში, რეალურად, ასეთმა ვიზიტებმა ხელი შეუწყო ჩვენს საარჩევნო წარმატებას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025