Skip to content
22/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ბიუროკრატიის მიმართულებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შთამბეჭდავია, რაც მსოფლიო ბანკმა შესაბამის ინდექსში ასახა

მარშალ პრესი 11/11/2024
irakli kobakhidze2

 ყველა ობიექტური ინდექსი მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის მოწინავე არა მხოლოდ ჩვენს ფართო რეგიონში, არამედ ძალიან ხშირად უსწრებს, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ბიუროკრატიის ინდექსის მიხედვით, საუკეთესო ქვეყნებს შორის მე-20 ადგილზე საქართველოს დასახელებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც ბიუროკრატიისგან იღებს საქართველოს მოქალაქე, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და სამართლიანი

„ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს, ყველა ობიექტური ინდექსი ადასტურებს, რომ გვაქვს წინსვლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ ბიუროკრატიის მიმართულებას, იცით, რომ გვაქვს დახვეწილი პროცედურები, რა თქმა უნდა, მომავალშიც გვაქვს სამუშაო, რომ კიდევ უფრო მეტად დაიხვეწოს.

ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ ყველა მომსახურება, რომელსაც ბიუროკრატიისგან იღებს საქართველოს მოქალაქე, იყოს მაქსიმალურად გამარტივებული და სამართლიანი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობა არის უკვე შთამბეჭდავი, რაც შესაბამის ინდექსშიც აისახა,“- განაცხადა პრემიერმა.

Continue Reading

Previous: პროკურატურა აცხადებს, რომ ყველაფერს ჩავეძიოთ, ოღონდ, გვჭირდება ამისათვის ადამიანების გამოკითხვა, რომლებიც ბრალდებას აყენებენ, მაგრამ ეს ადამიანები ან არ მიდიან პროკურატურაში, ან თუ მიდიან, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე
Next: მას შემდეგ, რაც ცვლილებები მოხდა აშშ-ში, თავად ამერიკელები აპირებენ იმ ტიპის კანონის მიღებას, რაც მივიღეთ საქართველოს პარლამენტში, საქმე ეხება ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025