Skip to content
08/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამერიკასთან ურთიერთობები აუცილებლად გადაიტვირთება – დავით ზალკალიანი

მარშალ პრესი 11/11/2024
davit zalkaliani

ჩვენ გვქონდა დონალდ ტრამპთან ურთიერთობის გამოცდილება მისი პირველი პრეზიდენტობის დროს, ეს იყო საკმაოდ დინამიკური, ინტენსიური და მჭიდრო ურთიერთობა აშშ-სთან. სწორედ იმ პერიოდში იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ნიშნულზე, – განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დავით ზალკალიანმა გადაცემაში „ნოესთან“.

„ჩვენ ამ ურთიერთობების ბაზისს, რომელიც მისი პირველი პრეზიდენტობის დროს ჩამოგვიყალიბდა, აუცილებლად გამოვიყენებთ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ უკვე გვაქვს ეს გამოცდილება, კონტაქტები, აუცილებელი იქნება უკვე მის ახალ ადმინისტრაციასთან და წამყვან პოზიციებზე ახალ პირებთან სწრაფად კომუნიკაციაში შესვლა”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვას, ელჩმა განაცხადა:

„აუცილებლად, რა თქმა უნდა. მე მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. აუცილებლად გადაიტვირთება ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ უფრო მეტ დინამიზმს შეიძენს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

Continue Reading

Previous: დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს – The Washington Post
Next: ასეთი გამარჯვება, როგორიც ტრამპმა და რესპუბლიკელებმა მოიპოვეს, არ ყოფილა 1984 წლიდან, რეიგანის გამარჯვების შემდეგ. აშშ-ში ამომრჩეველმა ტოტალური უნდობლობა გამოუცხადა ინსტიტუტებს და ეს მოხდა პირველად აშშ-ში

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025