მამუკა ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია – ალეკო ელისაშვილი

306
წაკითხვა/ნახვა
რეკლამა -------------------- IMG.GE

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია.

დეპუტატის თქმით, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და რეფორმების განხორციელებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„მამუკა ხაზარაძის განცხადება არასერიოზული და ნაჩქარევია. მას უფლება აქვს, რაც უნდა განაცხადოს, მაგრამ ჩვენც უფლება გვაქვს, ისე მოვიქცეთ, როგორც საჭიროდ მიგვაჩნია. საჭიროდ მიგვაჩნია, რომ მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით შევასრულოთ შეთანხმება, სადაც წერია, რომ რეფორმა უნდა განხორციელდეს. ჩვენ შემოვედით საარჩევნო რეფორმისა და იმისთვის, რომ სასამართლო დამოუკიდებელი გახდეს და არა – დემარშების მოსაწყობად. მთავარია, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი და „კლანი“, რომელიც რეალურია და არა – მითიური, ჩამოშორდეს სასამართლოს.

ასე ნაჩქარევად და ფართხაფურთხით მოსამართლეების საკითხის გამოტანა ამ მიზანს არ ემსახურება. ჩემთვის მიუღებელია პოზიცია, რომ ნებისმიერ ფასად ამას არ გავაჩერებთ და მოსამართლეების საკითხს შემოვიტანთ. შარლ მიშელის დოკუმენტი ხომ არ არის მხოლოდ ჩვენი ათი მცნება, ქვეყანას სჭირდება დამოუკიდებელი სასამართლო, რათა მოქალაქეები დაცულად გრძნობდნენ თავს და გამდიდრდეს ქვეყანა, რადგან სხვა შემთხვევაში ინვესტიციები არ ჩაიდება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში განაცხადა, რომ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელება ხელმოწერილი შეთანხმების, შარლ მიშელის დოკუმენტის უხეში დარღვევაა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ მოსამართლეების დანიშვნის პროცესის ფორსირებას თუ დაიწყებს, ფრაქცია „ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტიდან გავა.

კომენტარები
რეკლამა
მოწონება