Skip to content
09/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა Cambrian Patrol 2024 მონაწილე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

მარშალ პრესი 07/11/2024
005

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა დიდ ბრიტანეთში გამართული სადაზვერვო ქვედანაყოფების შეჯიბრის – Cambrian Patrol 2024 მონაწილე სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა. უელსში გამართულ სამხედრო შეჯიბრში მონაწილეობა მიიღეს 36 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებმა, რომელთაგან ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა ოქროს მედლები დაიმსახურეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა მათ გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, ფასიანი საჩუქრებითა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
ღონისძიებას თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური, სპეციალური ოპერაციების სარდალი, პოლკოვნიკი თეიმურაზ ყლატეიშვილი და სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეჯიბრი – Cambrian Patrol, ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით, 1959 წლიდან რეგულარულად იმართება და სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარებას ისახავს მიზნად.

Post navigation

Previous: ჩემთან პირად საუბარში დაუდასტურებია ზოგიერთ ევროპელ ჩინოსანს, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ პროექტების სიაში ჩანდა პოლიტიკური დღის წესრიგი, ამიტომ, ყველა შეეშვას ფარისევლობას და იხელმძღვანელოს იმ ღირებულებებით, რომელზეც მართლაც ვდგავართ ჩვენ, ყველა ევროპელი
Next: კომპანია Pro V&V-ის განცხადებით პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.